ამგვარ ბანაკებში გარდაცვალების შემთხვევებიც ყოფილა ჩინეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მწვავე პრობლემად დგას მოზარდების ინტერნეტდამოკიდებულება, ონლაინ-თამაშები, კომპიუტერზე მიჯაჭვა, რაც სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემებს იწვევს და მოზარდები ნამდვილ ზომბებს ემსგავსებიან. ჩინელებმა გადაწყვიტეს, მოზარდებს, რომლებსაც ინტერნეტდამოკიდებულების ნიშნები უკვე აქვთ, სამხედრო ტიპის ბანაკებში მოუყარონ თავი და მკაცრი დისციპლინით "დააბრუნონ ცხოვრებაში".
საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი ცენტრი ციდე პეკინში მდებარეობს და ის ერთ-ერთია 300-მდე ამგვარი დაწესებულებიდან. პროგრამა ითვალისწინებს ჯარისკაცულ წესრიგს, ფსიქოლოგის კონსულტაციას, ტრადიციული ჩინური ეტიკეტის, მუსიკის, ცეკვების შესწავლას, ასევე საკვების მომზადებას. მაქსიმალურად ეკრძალებათ კომპიუტერთან ურთიერთობა და მით უმეტეს, ონლაინ-თამაშები.
ფსიქოლოგთან ვიზიტებს ახლავს ასევე წამლების მიღებაც – რადგან ბევრ მათგანს სერიოზული პრობლემები აქვს, აგრესიულები, გაღიზიანებულები, დანევროზებულები არიან.
როგორც ხდება ხოლმე, გამოსასწორებელი ბანაკები მთლად პანაცეა არ არის და ხშირად მეორე უკიდურესობამდეც კი მიდიან – მოზარდებს ისეთ მკაცრ რეჟიმსა და სისასტიკეს ახვედრებენ, შეიძლება, ამან უფრო დაუნგრიოს ფსიქიკა და ფიზიკური ჯანმრთელობა, ვიდრე ინტერნეტდამოკიდებულებამ. ამგვარ ბანაკებში გარდაცვალების შემთხვევებიც ყოფილა – მიღებული ტრავმებისგან თუ ფსიქიკური ზეწოლისგან.