საქართველოში ბევრი უცნაური და სახალისო სახელი აქვთ ადამიანებს. ზოგიერთი შვილებს უფროსების საპატივსაცემოდ და გასახარებლად არქმევს, ზოგს რაღაც მოგონება აქვს კონკრეტულ სახელთან, ზოგი კი შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარულით დაბნეული არც აქცევს დიდ ყურადღებას მის მნიშვნელობას. თუმცა, სახელი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, მით უფრო, რომ ის ჩვენს იდენტობას განსაზღვრავს.
"სიტყვას, და მით უფრო სახელს, აქვს საოცრად დიდი ძალა" - ილია მეორის მოგონება და შეგონება მშობლებს
კაცის უცნაური სახელები, რომლებიც ბოლო წლებში ახალშობილებს დაარქვეს:
სტანგერი, ამბაკო, პოლიკარპე, დევი, დუდუ, ელგუჯა
არსებობს ადამიანი, რომელსაც სახელიცა და გვარიც ერთი და იგივე აქვს - გოგია გოგია
რთული წარმოსადგენია, მაგრამ გთავაზობთ რამდენიმე უცნაურ სახელსა და გვარს, რომლებსაც ბოლო წლებში დაბადებული ბავშვები ატარებენ:
სააგენტო ზაზაძე,
დირექტორი ეფსია,
ფიზიკა კონჯარიაია,
ჭაჭუ ჭაჭავა,
ვეფხია ლომია,
ტყებუჩავა ელშუქი.
რაც შეეხება ქალის უცნაურ სახელებს:
ზიმალეტა, მაშურა, ღვთისო, რავაი, ბეატა, დაკო, თინი, მატა, თამი, ცაბუ, მეა, რაია. იმის გამო, რომ ადამიანებს საკუთარი სახელები, ხშირ შემთხვევაში, არ მოსწონთ, იცვლიან მას და ცხოვრებას ახალი სახელით იწყებენ. თბილისში ასეთები იყვნენ:
გლახა,
მამულა,
მელიტონი,
ნასყიდა,
ფოთოლა,
ბრძოლიკო.
ფუჩქი,
კრემლიეტა,
შემსოდინი,
კარპე - ეს სახელები გადაიკეთეს იმერეთში.
ქაჯანა- ერთ-ერთი უცნაური სახელია, რომელიც რაჭა-ლეჩხუმში მცხოვრებმა გოგონამ გადაიკეთა.
არის შემთხვევები, როდესაც ბავშვებს სიზმარში ნახულ სახელებს არქმევენ. ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს მომხმარებელი და აღნიშნავს, რომ მის დედამთილსა და დედას ერთდროულად ესიზმრათ, რომ ბავშვისთვის გელა უნდა დაერქმიათ.
ზემო იმერეთში ჩვევად აქვთ სახელებზე "ა"-ს დამატება. მაგალითად: "ტრისტანა", "თამაზა" და ასე შემდეგ.
ასე, რომ საქართველოში ბევრი უცნაური სახელია. ბევრი ადამიანი ამ სახელით ცხოვრობს, ბევრი კი ცდილობს, შეცვალოს ის სასურველი ან მიმსგავსებული სახელით და თავი სრულყოფილად იგრძნოს.