ექიმი და ტელეწმაყვანი ნინო ნადირაძე პრესასთან ყოველთვის გულახდილია, ამიტომაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც ხვდება და ჟურნალისტებსაც უყვართ მასთან ურთერთობა. ამჯერად, ნინოს ცხოვრებაში სრულიად ახალი და განსხვავებული ეტაპი დგება. როგორც ირკვევა, ზაფხულში ნინო ნადირაძის და გუგა კუზანოვის ერთადერთი ქალიშვილი ბაია კუზანოვა ქორწინდება. ბაიამ ოჯახურ ტრადიციას არ უღალატა და პროფესიად სამედიცინო გზა აირჩია, სხვათა შორის, მამასთან ერთად ოპერაციებსაც აკეთებს და ამის ამსახველ ფოტოებს ნინო სიამაყით აქვეყნებს ხოლმე სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება სიძეს, როგორც ვიცით, ბაიას რჩეული გიორგი ბეჟაშვილია. წყვილს ოჯახებში უკვე ყველაფერი გარკვეული აქვთ, მეტიც, სასიძო-სასიმამრო ერთად ილხენენ, ემოციებით დატვირთული ნინო კი სასიძოს შინ მასპინძლობს და ამის ამსახველ ვიდეოსაც აქვეყნებს. ვიდეოში, რომელიც თავად ნინომ გამოაქვეყნა, ამბობს: „სიდედრობა ყოფილა ძალიან მძიმე, მაგრამ ასატანი, კმაყოფილი ვარ მომავალი ნათესავებით“.
თეკლა ჟვანია
"46 წელი შემისრულდა და გპირდებით, 96 წლის ასაკში უფრო მაგარ ფოტოს დავდებ!" - ნინო კუზანოვა