მარწყვის მურაბის მომზადების სირთულე იმაშია, რომ ნაყოფი ადვილად იშლება ან სიმკვრივეს ვერ ინარჩუნებს და არასასიამოვნო სტრუქტურის ხდება. გთავაზობთ მარწყვის მურაბის რეცეპტს, რომელშიც ნაყოფი უფრო მკვრივი რჩება.
დაგჭირდებათ:
1 კგ მკვრივი მარწყვი
1 კგ შაქარი
1 ჭიქა წყალი (ან ნახ. ჭიქა წყალში შერეული ნახ. ჭიქა წითელი ღვინო)
ვანილი - გემოვნებით
მომზადება:
გადაარჩიეთ მარწყვი, მოაყარეთ შაქარი, დაასხით წყალი (ან ღვინოგარეული წყალი) და გააჩერეთ რამდენიმე საათით, რომ წვენი გაუშვას.
ამის შემდეგ ადუღეთ 5 წუთი. მურაბას 10 საათით გაცივება სჭირდება, შემდეგ ისევ 5 წუთით ადუღებთ ვანილთან ერთად. კვლავ 10 საათი გააჩერეთ და 5 წუთით კიდევ ადუღეთ. მდუღარე ჩაასხით ქილებში.
ღვინით არომატული გამოდის. რუღილს შორის ხანგრძლივი შუალედები კი უზრუნველყოფს, რომ ნაყოფი მკვირივი გამოვიდეს, თუმცა, მაინც შეარჩიეთ მკვირივი მარწყვი.
ხასხასა მარწყვის ჯემი - ქართველი დიასახლისის რეცეპტით