ლანჩხუთელი მოსწავლეების უცნაურმა ორკესტრმა სოციალური ქსელის მომხმარებლები დილიდან კარგ ხასიათზე დააყენა. ლანჩხუთის მე-3 საჯარო სკოლის მე-3 კლასელები თავიანთი ხელნაკეთი საკრავებით ჟორჟ ბიზეს "კარმენს" ასრულებდნენ. ჭიქები, თეფშები, ბოთლები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ ნივთებისა, რაც მუსიკის მასწავლებელმა ამ ორკესტრის შესაქმნელად გამოიყენა.
ვიდეო სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გაავრცელა.
როგორც mshoblebi.ge -სთან საუბარში ლანჩხუთელი მუსიკის პედაგოგი ნანა გოგოძე აღნიშნავს, გაკვეთილზე გაჩნდა იდეა, ჩამოეყალიბებინათ საერკესტრო დასარტყამ ინსტრუმენტთა ანსამბლი.
- მოსწავლეებთან ერთად ვისმსჯელეთ, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, რა თქმა უნდა, გავითვალისწინე მათი აზრი, მოვიძიეთ ხელნაკეთი და შევიძინეთ სხავდასხვა სახის ისტრუმეტები, თეფშები, კოვზები, ჭიქები, სიმინდის მარცვლებიც კი გამოვიყენეთ. მართალია, ბავშვშვებს სურდათ ქვიშა, მაგრამ შევთანხმდით, რომ სიმინდს უკეთ ავაჟღერებდით. სულ რამდენიმე გაკვეთილის შედეგია ის, რასაც ვიდეოში ხედავთ. ამ პროცესში მე-3 ა კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული. გვიხარია, რომ ძალიან სახალისო გამოვიდა და ბავშვებს ინტერესი გაუჩნდათ. ჩვენ ექსკურსიებზეც დავდივართ. ვიყავით ქუთაისში ზაქარია ფალიაშვილის სახლმუზეუმში და იქაც ზუსტად ამ ბავშებმა შეასრულეს საფორტეპიანო ნაწარმოები. ასე, რომ ძალიან აქტიურები ვართ.
- ქალბატონო ნანა, რამდენია ხანია, რაც მუსიკის მასწავლებელი ხართ?
- 4 წელია ლანჩხუთის მე-3 საჯარო ს კოლაში ვმუშაობ, მაგრამ დიდი პარქტიკა მაქვს გავლილი სამუსიკო სკოლაში მუშაობის. 25 წელია კლისიკურ მუსიკას ვემსახურები. უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვობიდანვე მიზიდავდა ეს პროფესია, ხმა კარგი მქონდა, გუნდში ვმღეროდი, ჩემით ვაწყობდი სიმღერებს. საერთოდ, დედაჩემის დიდი დამსახურებაა, რომ ამ სფეროზე გავაკეთე საბოლოო არჩევანი.
- გარდა კლასიკური მუსიკისა ალბათ მოსაწვლეებს სხვა ჟანრის მუსიკასაც აცნობთ...
- რა თქმა უნდა, ვაცნობ ხალხურ და თანამედროვე სიმღერებსაც.
- რა ჰქვია თქვენს ანსამბლს?
- "ენსელადა" დავარქვით. ენსელადა ყველანიარ მუსიკას მოიცავს და ამიტომ.
რუსკა კილასონია