ტაილანდის მმართველის პირველი ოფიციალური მეუღლის იდუმალი გაუჩინარება ამ ზამთარს მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. საზოგადოება განიხილავდა, სად წავიდა დედოფალი. ტაილანდის მეფის ყოფილ მეუღლეს შოკისმომგვრელი ისტორია აქვს. სასახლეში ფუფუნებაში ცხოვრების შემდეგ, ის ქუჩაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა, დანგრეულ სახლში ეცხოვრა ტუალეტის ჯიხურის გვერდით.
მაისში ტაილანდში ახალი მეფის ტახტზე ასვლას აღნიშნავდნენ. მმართველი მაჰა ვაჩირალონგორნი გახდა, რომელსაც შემდეგ რამა X უწოდეს. თუმცა, პრესაში მას მეტსახელად დიდი ხანია უწოდეს ,,თანამედროვეობის ყველაზე ექსცენტრიული მეფე". 67 წლის მეფეს თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ქუჩაში დაბალწელიანი ჯინსებით ფეხით სიარული.
წელს, ტახტზე ასვლის გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა მაჰის ცხოვრებაში. ის კვლავ დაქორწინდა. მეოთხე მეუღლედ მან სუტჰიდა ტიჯაი აირჩია. ცალკე მასალა შეიძლება დაიწეროს იმაზე, თუ როგორ გახდა ყოფილი სტიუარდესა და გენერალი პრინცესა. მაგრამ დღეს მასზე კი არა, მის წინამორბედზე სირასმი სუვადზე ვსაუბრობთ.
გერმანულმა გამოცემა Bild-მა გამოაქვეყნა ყოფილი პრინცესას ფოტო, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა. ქალი, რომელიც ერთ დროს მთელ მსოფლიოს აოცებდა საკუთარი სილამაზით, დღეს საერთოდ აღარ ჰგავს თავის თავს. მეტიც, ქალსაც კი აღარ ჰგავს.
ის მეფის ოფიციალური მეუღლე 2001 წლიდან იყო. მათი სიყვარული ისტორია კი რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, როდესაც 22 წლის სუვადი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოხვდა პრინცთან.
2001 წლის 10 თებერვალს ისინი დაქორწინდნენ. პრინცი აქამდე ორჯერ იყო დაქორწინებული და ცოლებისგან ჰყავდა შვილები. მან განაცხადა, რომ 50 წლის იყო და უნდოდა, ჰქონოდა სრულფასოვანი ოჯახი. 4 წლის შემდეგ წყვილმა განაცხადა, რომ მშობლები გახდნენ. საკეისრო კვეთით დაიბადა ვაჟი და ტახტის ერთადერთი ლეგიტიმური მემკვიდრე გახდა. ოთხ უფროს ვაჟს მეორე ქორწინებიდან ჩამოერთვათ ტიტულები და მამის გვარის ტარების უფლება. მეტიც, მათ აეკრძალათ სამეფოში ცხოვრებაც.
მაჰთის გვერდით, რომელიც ცნობილია თავისი ექსცენტრული საქციელით და ასეთივე გარეგნობით, სირასმი მშვიდად და ნაზად გამოიყურებოდა... თუმცა გოგონა მალე მიხვდა, რომ მეუღლეში არ გაუმართლა და განადგურებული იყო.
წყვილს სკანდალური პოპულარულობა მოუტანა 2009 წელს გადაღებულმა კადრებმა, სადაც პრინცესა შიშველია. ეს არ იყო საღამო მარტო მათთვის. ეს იყო წვეულება სამეფო ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის, პუდელის, დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც ბევრი ადამიანი ჰყავდათ მიწვეული. ძაღლი ტაილანდის ავიაციის მარშალი იყო. არ მოგესმათ! - მას ეს წოდება ოფიციალურად ჰქონდა. ის იღებდა მონაწილეობას მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და პირველი პირების შეხვედრებში. მისი სიკვდილის შემდეგ, ქვეყანაში 4 დღე გლოვა იყო გამოცხადებული.
სკანდალური საღამოდან 5 წლის შემდეგ, დედოფალმა უარი თქვა სამეფო ტიტულზე. როგორც მედიაში წერდნენ, მან ეს ნაბიჯი იმ დიდი სკანდალის შემდეგ გადადგა, რომელშიც მისი ოჯახის წევრები გაეხვნენ. კორუფცია და კონტრაბანდა - ამ სკანდალში აღმოჩნდნენ პრინცესას ოჯახის წევრები. ყველა მათგანი გაასამართლეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.მათ იცოდნენ, რომ სირასმი დასჯილი იყო იმაზე უფრო მკაცრად, ვიდრე ისინი. ყოფილ პრინცესას მეფემ მხოლოდ ტიტულის ჩამორთმევა არ აკმარა. სახლიდანაც გააგდო და შვილიც ჩამოართვა.
სოციალურ ქსელში ხელმისაწვდომია ერთადერთი ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ქალი ზის მიწაზე თავის შვილზე დახრილი. ეტიკეტის მიხედვით, ტიტულის დაკარგვის შემდეგ დედას არ შეუძლია ბავშვთან დაბრუნება. მაგრამ, თავად მემკვიდრეს არ სურდა მასთან განშორება. ისინი სხედან მიწაზე, ეხუტებიან ერთმანეთს და ორ მეტრში დგას დაცვა, რომლებიც რამდენიმე წუთში სამუდამოდ დააშორებენ ამ ორს.
აპრილის ბოლო, ბიჭი 14 წლის გახდა, მაგრამ დაბადების დღესაც კი არ მისცეს დედასთან შეხვედრის უფლება. მამასაც იშვიათად ნახულობს, რადგან მშობლების დაშორების შემდეგ ის სკოლა-ინტერნატში წაიყვანეს, სადაც ცხოვრობს და სწავლობს მთელი დღე. ამ დროს დედამისი უკიდურეს გაჭირვებაში, არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს. მთელი ამ წლების განმავლობაში, ყოფილი პრინცესა ცხოვრობს რაჭაბურის პროვინციაში, მიწისძვრისგან დანგრეულ სახლში. არანაირი საცხოვრებელი პირობა იქ არაა. სახლს სახურავი არ აქვს. არც ელექტროენერგია, ტუალეტი და სველი წერტილი არაა და ქუჩაშია დამონტაჟებული ჭუჭყიანი ჯიხური.
გერმანული მედიის თანახმად, მეფემ ბრძანა, ყოფილი მეუღლის საცხოვრებელ ადგილთან გაეჩეხათ ხეები, რომ ჩრდილი არ ჰქონოდა.
ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული არ ექნება... მეფის სისასტიკით აღშფოთებულია არა მხოლოდ ევროპა, არამედ თავად ტაილანდენდელებიც, მაგრამ სდუმან. საინტერესოა, ამ ფაქტზე რას ფიქრობს მეფის ახლანდელი მეუღლე.