რა დაავადებები შეიძლება გადაგედოთ კოღოს ნაკბენით და რატომ არის ზღვისპირა ქალაქები უფრო საშიში - მშობლები

რა დაავადებები შეიძლება გადაგედოთ კოღოს ნაკბენით და რატომ არის ზღვისპირა ქალაქები უფრო საშიში

2019-06-05 07:55:45+04:00

ზაფხულის დადგომასთან ერთად, მწერების სიმრავლე, განსაკუთრებით კი კოღოები, ძალიან ბევრ ადამიანს უქმნის დისკომფორტს და არღვევს მათ მშვიდ ძილს. გარდა იმისა, რომ კოღოს ნაკბენი არასასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს, მათ შეუძლიათ ბევრი სიცოცხლისთვის საშიში დაავადების გადატანა.

2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა კოღოს ჩვენი ქვეყნისთვის არაენდემიური, ორი სახეობა: Aedes albopictus, Aedes aegypti. ამ სახეობის კოღოები მალარიის, დენგეს, ჩიკუნგუნიას, ყვითელი ცხელებისა და ზიკას გადამტანები არიან.

დაავადებების გადამტანი კოღო საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში გემით შემოიტანეს ტროპიკული ქვეყნებიდან.

შემდეგ დადგინდა, რომ გავრცელებული იყო როგორც შავი ზღვის სანაპიროს დასახლებულ პუნქტებში სარფი, ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, ოჩამჩირე, სოხუმი, ბიჭვინთა, გუდაუთა, გაგრა, ასევე სენაკსა და თბილისში. მალარიის წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ეს სახეობა საქართველოში აღარ არსებობდა, მაგრამ 2014 წელს კვლავ გამოჩნდა.

და გავრცელდა აჭარის ტერიტორიაზე. უკვე საკმაოდაც გაიფართოვა არეალი. ამ სახეობის კოღოები ძირითადად არიან საბურავებში, იმ ადგილებში, რომლებიც წვიმის წყლითა და მზის სითბოთია უზრუნველყოფილი. ამიტომ, დასავლეთ საქართველოში მათი რიცხვი უკვე ძალიან მაღალია.

2015-2016 წლების კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რომ Ae. albopictus გავრცელებულია შავი ზღვისპირა დასახლებულ პუნქტებში ყველგან (აჭარა, გურია, სამეგრელო) და აღმოაჩინეს არა მხოლოდ საბურავებში, არამედ საცხოვრებელ სახლებშიც. ამ სახეობის კოღოების მაქსიმალური რიცხვი აგვისტოში ფიქსირდება.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ კოღოების გავრცელება, შეძლებისდაგვარად უნდა დაამუშაოთ დაჭაობებული ადგილები. საცხოვრებელი ბინის კარი და ფანჯრები მჭიდროდ დახუროთ და ჩამოაფაროთ მწერსაწინააღმდეგო ბადეები, მოარიდოთ საცხოვრებელ ადგილებს საბურავები.

გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მწერსაწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებები. ისინი იყოფა: ქლორორგანულ, ფოსფორორგანულ, კარბომატებად და პირეტროიდებად. მათგან ეკოლოგიურად ყველაზე უვნებელია პირეტროიდებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოღოების გავრცელების ფართომაშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები მაისის თვიდან დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს.

altროგორ უნდა მოიხმაროთ სინამდვილეში კოღოს საწინააღმდეგო ფუმიგანტი, რომ ბავშვის ან მოზრდილის ჯანმრთელობაზე ცუდად არ იმოქმედოს

altკოღოს საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება საშიში იყოს ბავშვის ჯანმრთელობისათვის

altროგორ ჩავაცხროთ კოღოს ნაკბენისგან გამოწვეული ქავილი