- გააჩნია რა კონცენტრაციისაა სითხე, რომელსაც ვიღებთ. თუ ლიმონიანი წყალი გაზავებულია, აბსოლუტურად უსაფრთხოა. თუ ძალიან კონცენტრირებულია, შეიძლება გარკვეული პრობლემები მიაყენოს კუჭ-ნაწლავს. თუ ადამიანს კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვს, მათთვის საერთოდ არაა რეკომენდებული ლიმონიანი წყლის დალევა. გააჩნია, რა ხარისხით აქვს პრობლემები, იმის მიხედვით. ცალსახა პასუხი არ არსებობს.
ვისაც კუჭნაწლავის პრობლემები აქვს, ლორწოვანის გააქტიურება მოხდება, თუ აქვთ გასტრიტი, წყლული გაუმწვავდებათ. ლიმონიანი წყალი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავში არსებული პროცესების გააქტიურებას და გამოვლენას.
- დიეტისთვის ამ მეთოდს ხშირად არ იყენებენ. ჩემი პაციენტებიდან 100-დან 1 თუ მეტყვის, რომ ლიმონიან წყალს სვამს გასახდომად. მისი დალევა გასახდომად არ არის ეფექტური. ლიმონიანი წყალი რომ ახდუნებდეს, ამერიკაში მომატებულია ჭარბწონიანობა, ისინი ამ მეთოდს არ გამოიყენებდნენ? ლიმონიანი წყალი არის დამხმარე საშუალება სისხლის გასათხელებლად, მეტი არაფერი.
- არაფერი, სუფთა წყლის გარდა. სუფთა წყალზე კარგი ჯანმრთელობისთვის არაფერია.
- კვების რაციონი უნდა იყოს: 8-დან 10-მდე საუზმე, 2-დან 4-მდე სადილი, 7-დან 8-მდე ვახშამი და წყალი. დღის გამნავლობაში, მინიმუმ, ლიტრა-ნახევარი სუფთა წყალი, რომელიც ნაწილდება თანაბრად ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. სამ ძირითად კვებას შორის უნდა იყოს 300-300 გრამი ხილი. რეალურად ხუთჯერადი კვება გამოდის და ლიტრა-ნახევარი წყალი უნდა განაწილდეს ხუთჯერად მიღებაზე. ვიმეორებ, სუფთა წყალზე კარგი კი არაფერია ჯანმრთელობისთვის.