დედები და მათი შვილები ყველაზე უკეთ სკანდინავიურ ქვეყნებში არიან დაცული საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ Save The Children-მა დედობისთვის საუკეთესო ქვეყნების ყოველწლიური გამოკვლევის მორიგი შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, დედები და მათი შვილები ყველაზე უკეთ სკანდინავიურ ქვეყნებში არიან დაცული. ყველაზე ცუდი მდგომარეობა კი აფრიკულ ქვეყნებშია.
შეფასება ხდება ხუთი ინდიკატორის მიხედვით: სხვადასხვა ქვეყანაში ადარებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა დედების ჯანმრთელობა, ბავშვების კეთილდღეობა, განათლების დონე, ეკონომიკური მდგომარეობა და პოლიტიკური სტატუსი (დედების მონაწილეობა მართვის ორგანოებში). წელს პირველ ათეულში მოხვდნენ ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, დანია, ესპანეთი, გერმანია, ავსტრალია და ბელგია. აშშ-ს 31-ე ადგილი ერგო, რუსეთს - 62-ე. სამწუხაროა, რომ საქართველო მხოლოდ 98-ე ადგილზეა - აზერბაიჯანს უსწრებს და სომხეთს ჩამორჩება.
რეიტინგის ბოლოში არიან ნიგერია, სიერა-ლეონე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, გვინეა-ბისაუ, მალი, კონგო და სომალი.