კალციუმი ორგანიზმს ჯანსაღი ძვლებისა და კბილების შენარჩუნებაში ეხმარება; პროტეინი ენერგიის წყაროა, კალიუმი წნევის რეგულაციას უწყობს ხელს, ფოსფორი ენერგიას გამოიმუშავებს, D ვიტამინი აძლიერებს ძვლებს, B12 ვიტამინი სისხლის წითელი ნაწილაკებისა და ნერვული უჯრედების ჯანმრთელობას უწყობს ხელს, A ვიტამინი აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს მხედველობასა და კანის სტრუქტურას, რიბოფლავინი საკვებს ენერგიად გარდაქმნის, ნიკოინი ახდენს შაქრისა და ცხიმის მეტაბოლიზმს.
თითოეული ეს ელემენტი ორგანიზმისთვის აუცილებელია, მათი ერთიანად მიღება კი ყოველდღიურად რძის დალევითაა შესაძლებელი. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი ფაქტიც, რომ ნებისმიერი რძე ვერ აწვდის ორგანიზმს საჭირო ნივთიერებების საკმარის რაოდენობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ, რომელ რძეს ყიდულობთ. ქართულ ბაზარზე რძის მრავალფეროვანი არჩევანია, მათი ნაწილი ნატურალური რძეა, ნაწილი კი - რძის ფხვნილზე დამზადებული. ამ მიმართულებით, კიდევ ერთი საკითხია გასათვალისწინებელი. რძე შეიძლება ნატურალური იყოს, მაგრამ მისი სარგებლიანობის განსაზღვრის დროს მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, თუ რითი იკვებება ძროხა. თუ რძისა და რძის პროდუქტებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება გსურთ, მისი შერჩევის დროს თითოეული ეს პუნქტი უნდა გაითვალისწინოთ.
საღი, ნორმალიზებული და აღდგენილი რძე
რძის შეძენამდე გაეცანით მის ეტიკეტს. შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს, თუ რა ტიპის რძეა ის. საღ რძეს ნორმალიზებულსა და აღდგენილთან შედარებით მეტი სასარგებლო თვისება აქვს. ბაზარზე დიდი რაოდენობით იყიდება ნორმალიზებული რძე, რომელიც ასევე სასარგებლოა. ნორმალიზება ნიშნავს ცხიმის, ცილისა და/ან მშრალი ნივთიერების რაოდენობის რეგულირებას, პროდუქტისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილ შემცველობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;
რძის ნორმალიზაცია ცხიმოვნების მიხედვით ხდება მხოლოდ რძის წინასწარი, სრული ან ნაწილობრივი დაყოფით ნაღებად და უცხიმო რძედ. რძის ნორმალიზება ხდება მაშინ, როდესაც ცხიმის შემცველობა საღ რძეში იმაზე მეტი ან ნაკლებია, ვიდრე ნორმალიზებულისთვის არის საჭირო. თუ ნორმალიზაციისთვის მშრალი რძე არის გამოყენებული, ეს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე.
აღდგენილი რძე რძის ფხვნილისგან მზადდება. ამ შემთხვევაში მწარმოებელი ვალდებულია ეტიკეტზე არა რძე, არამედ - რძის პროდუქტი მიაწეროს. საღი რძე უფრო მეტ კალორიას, ომეგა 3-სა და ომეგა 6-ს, პროტეინსა და ნახშირწყლებს შეიცავს. ამიტომ მომხმარებელმა უნდა იცოდეს, საღ რძეს ყიდულობს თუ აღდგენილს.
პასტერიზებული და ულტრა პასტერიზებული რძე
პასტერიზაცია აუცილებელია პროცესია, რომელსაც ქარხნული რძე გადის. ეს არის პროდუქტის თერმულად დამუშვება, რაც რძის ბაქტერიებისგან გასაწმენდად და შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად ხდება. პროცესი კი შემდეგნაირია - რძეს 65-90 გრადუსზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ამუშავებენ. ასეთი პროდუქტის შენახვის ვადა 14 დღეა. არსებობს მეორე ტიპის პასტერიაზაციაც. ამ დროს რძე რამდენიმე წამის განმავლობაში 135-150 გრადუს ცელსიუსზე ცხელდება. ასეთ პროდუქტს ულტრა პასტერიზებულ რძეს უწოდებენ და მისი შენახვა ნახევარი წლის განმავლობაში შეიძლება.
პირუტყვი, რომლისგანაც რძეს ვიღებთ
დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ბალახს, რომლითაც ძროხა იკვებება. მაგალითად, ამ მიმართულებით, ქართულ ბაზარზე გამორჩეული ადგილი უკავია დანიურ ბრენდ "არლას", რომლის რძე და რძის სხვა პროდუქტებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იყიდება და ერთ-ერთ საუკეთესო პრემიუმ ხარისხის პროდუქტად ითვლება. პირუტყვი, რომლისგანაც რძეს იღებენ, იკვებება ომეგა 3-ით გაჯერებული საკვებით, რაფსის ყვავილით. შედეგად კი ომეგა 3 არაპირდაპირი გზით პირუტყვის საკვებიდან რძეში გადადის და და მიღებული რძე დადგენულ ნორმასთან შედარებით მეტ ომეგა 3-ს შეიცავს.
"არლას"პროდუქტების კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მისი დამზადება ახლადმოწველილი, ჯერ კიდევ თბილი რძით მზადდება. ამ შემთხვევაში რძე უკეთესად ინარჩუნებს მის სასარგებლო თვისებებს.
ფერმების ადგილმდებარეობა
რძის ხარისხზე საუბრისას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურ მდგომარეობას და გარემოს, რომელშიც ფერმა მდებარეობს. საქართველოში ფერმერები ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში არიან, თუმცა ჰაერის დაბინძურების მხრივ ქვეყანაში საერთო სურათი მეტად დავალალოა. რაც სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, ქართული რძის ხარისხზეც აისახება. შედარებისთვის, "არლას" ფერმები შვედეთსა და დანიაშია განთავსებული. ჩრდილოეთ ევროპა კი ეკოლოგიურად სუფთა რეგიონების რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს. ეკოლოგიურად სუფთა ქვეყნებში გამონაბოლქვითა და მძიმე მეტალებით გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი თითქმის ნულს უტოლდება. შესაბამისად, იქ მიღებული რძეც განსაკუთრებულად სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.
ახლად მოწველილი რძე
რძისა და რძის პროდუქტების ხარისხზე თითოეული ზემოთჩამოთვლილი ფაქტორი ახდენს გავლენას. ყველა წესის დაცვა კი საბოლოო პროდუქტის ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის. სწორედ ამიტომ რძის პროდუქტების მსხვილი საერთაშორისო კომპანიებიც კი ხშირად ვერ ახრეხებენ, რომ მომხმარებელს ახალი (ახლადმოწველილი) რძით დამზადებული პროდუქცია შესთავაზონ. ძირითადად, ისინი სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ რძეს და ასაწყობებენ. ამ დროს გამორიცხულია აკონტროლო, თუ რომელი ფერიდან არის მიღებული რძე, როგორ იკვებება პირუტყვი ან რამდენი ხნის მოწველილია რძე. ამ გზით პროდუქციის თვითღირებულება მცირდება, თუმცა საბოლოოდ რძის პროდუქტების სარგებლიანობაც იკლებს. მნიშვნელოვანია, რძის პროდუქტების მწარმოებლის შერჩევამდე, კარგად წაიკითხოთ ეტიკეტზე მოცემული ინფორმაცია და მოიკვლიოთ ცნობები პროდუქტის წარმოშობის ადგილის შესახებ.