12-13 წლის შეყვარებული გოგო ყველაფერს აკეთებს, რომ ბიჭს თავი მოაწონოს. მათ შორის - ძვირად ღირებულ საჩუქრებსა და ფულის შოვნაზეც არ ამბობს უარს. ამ დროს მშობლები არც ინტერესდებიან მისი სულიერი მდგომარეობით და ვერც ხვდებიან, რა უჭირს მოზარდს - "ჩცდ"-ს პატარა პერსონაჟის თავს დატეხილ ამბებს კვლავაც მოჰყვა ბევრი კომენტარი და მსჯელობა აქტუალურ თემებზე:
"ისე, კარგია, ამას რომ აჩვენებენ, ნახოს დღევანდელმა თაობამ, როგორ არ უნდა მოიქცეს. ეს მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის. ბიჭი შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ დებილად არავის უნდა ჩაათვლევინო თავი".
"გადასარევი სცენარია, ალბათ ბევრ გოგოს გაახსენდება საკუთარი თავი და შუბლში ხელს შემოირტყავს, მშვენივრად მიდის სიუჟეტი, იქნებ ვიღაც-ვიღაცებს თვალი აეხილოთ".
"უამრავი ტასო და ლაშა-გიორგია ამ ასაკაში. ნუ დაიწყეთ ფილოსოფოსობა. ზუსტად მაგისთვისაა გათვლილი ტასოს და ლაშა-გიორგის ურთიერთობა, რომ შორიდან მაინც დაინახონ თავისი შეცდომები სხვა დანარჩენმა ტასოებმა და ლაშა- გიორგებმა... და უფროსები ცოტა გამოაფხიზლონ და აკონტროლონ ბავშვების შემოსავალ-გასავალი და და რა ვიცი..."
"100%-ით ვამართლებ ბაქარას - მშობლებს უთხრა, რომ გააკონტროლონ, რაში სჭირდება 200 ლარი სკოლის მოსწავლეს. მით უმეტეს, ბაქარამ უთხრა, მე გიყიდი ტანსაცმელს, უფრო მეტსო და არ მინდაო და მოწვა ეგრევე, რომ ტანსაცმელში არ უნდოდა".
"ძალიან აქტუალური თემა ჩვენს რეალობაში, თინეიჯერის და მშობლების გაუცხოება. მშობლების ზერელე დამოკიდებულება ბავშვის/მოზარდის ემოციურ მდგომარეობასთან მიმართებაში. კომუნიკაცია შემოიფარგლება - ჭამე, იმეცადინე, დროზე მოდი სახლში. მეგობრობა აუცილებელია შვილებთან".
"აქ მშობლების დანაშაული იკვეთება მხოლოდ!!!
და ტასო ისევ რეალობაში უყურადღებო მშობლებს აღიზიანებთ".
"დაუწყებს ახლა ნინა წივილ-კივილს, ვერც კი ხვდება, რომ ტასო შეიცვალა. მშობელი უნდა ე მ ე გ ო ბ რ ე ბ ო დ ე ს თავის შვილს!"
"იმის მაგივრად, რომ ამ ბავშვის ფიქრები და გრძნობები ვიღაცამ იკითხოს, სულ არიგებენ და ეჩხუბებიან. იქნებ რა უჭირს, იქნებ როგორ სჭირდება გვერდში დგომა და ოჯახი ამას ვერასდროს უზრუნველყოფს".
"სიუციდს ხომ ისედაც ახდენენ ეს ბავშვები და ტასოს პერსონაჟმა უნდა დაამტკიცოს, რომ ძლიერია".
"აუუუ... ეს თუ აპატიეს ახლა მშობლებმა? აღარ ყოფილა საშველი... უნდა დაისაჯოს მწარედ!!!! ორივე!!!"
"ამდენს ტასოს ასაკის ბავშვი არ უნდა ბედავდეს. მეც ვიყავი ბავშვი, მაგრამ ასეთ დებილობებს არ ვაკეთებდი. ან ის ბიჭი რა ამაზრზენია".
"მერე გიკვირთ, რატომაა ამდენი თვითმკვლელობები და ფსიქოპათები თურმე... მშობლისგან მოდის ყველაფერი"