დღეს დიზაინერ ბიჭოლას დაბადების დღე იყო. უკრაინაში მოღვაწე დიზაინერმა დაბადების დღე საქართველოში გადაიხადა და ცნობილი მოდელები მიიწვია. დრესკოდის თანახმად ყველას თეთრი უნდა სცმოდა, ამიტომაც იყო, რომ ქალბატონები თეთრ სამოსში იწონებდნენ თავს.
სტუმრებს შორის იყვნენ ლალი ტოტიკაშვილი, სალომე გოგიაშვილი, თაკო ჩხეიძე, ნინო ცქიტიშვილი, სალომე ღვინიაშვილი, თიკა ფაცაცია და სხვები. ყოფილი მოდელები, ახლა კი ცნობილი და ლამაზი დედები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ, არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ.