ბარბარა სამხარაძე ქართველმა მაყურებელმა 2016 წელს ტელეშოუ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. გოგონამ თავისი ხმითა და სიმღერის მანერით მალევე მიიქცია ყურადღება და საბოლოოდ, შოუს გამარჯვებულიც გახდა. ბოლო დროს 18 წლის ბარბარა ეკრანებზე იშვიათად ჩნდება, თუმცა მის ცხოვრებაში სიახლეებია. 2016 წლის შემდეგ უნივერსიტეტში ჩააბარა, 25 კგ დაიკლო და წიგნის წერა დაიწყო. სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ბარბარას mshoblebi.ge.
- ტრენერი მყავს. ვარჯიშით და სწორი კვებით 2,5 თვეში 25 კგ დავიკელი.
- ყველაფერი დიდ ხარჯებს უკავშირდება, სცენაზე დგომაც... ძირითადად, უფრო საქველმოქმედო კონცერტებში მაქვს შემოთავაზებები. ამიტომაც, ჩემი ძალებით ვცდილობ, კვლავ განვვითარდე და სხვა უცნობი შესაძლებლობები აღმოვაჩინო საკუთარ თავში. მაგალითად, აღმოვაჩინე, რომ, თურმე, შემიძლია ვწერო, როგორც მუსიკა და სიმღერა, ასევე წიგნიც, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი ჩემს ოთახს გასცდეს.
- წერა ერთი წლის წინ დავიწყე. თავიდან ჩემთვის ვაკეთებდი პატარა ჩანაწერებს, თავისით მოხდა ყველაფერი, ექსპრომტად და დაუგეგმავად... თავიდან ორ მეგობარზე ვწერდი, მინდოდა, ორივეს რაღაც მომენტში ერთი ტკივილი ჰქონოდათ, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო ის, რაც მათ გააერთიანებდათ? ამიტომ კიდევ ერთი პერსონაჟი დავამატე. ასე რომ, წიგნი სამ მეგობარზეა, რომლებსაც ინდივიდუალური ცხოვრებისეული პრობლემები, საერთო მიზნები და ხელის შემშლელი ფაქტორები აქვთ. წიგნის სათაური იქნება „მერე რა?!.“ - ეს ორაზროვანია. ერთი მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ხდება, მეორე მხრივ - მოლოდინს, მერე რაც შეიძლება მოხდეს. ჯერჯერობით წიგნის ნახევარი მაქვს დაწერილი. მხოლოდ მაშინ ვწერ, როცა რაღაც მაწუხებს და მტკივა.
- ამერიკის ერთ-ერთ შტატში... სახელებიც არაა ქართული. ვფიქრობ, ეს წიგნი ქვეყნის საზღვრებს გასცდებას, ამიტომ მინდოდა, არაქართველი მკითხველისთვისაც ადვილად აღქმადი ყოფილიყო. მთავარია, რომ დღევანდელი თინეიჯერების პრობლემებს ემყარება, ზოგადად საქართველოსა და მსოფლიოს მდგომარეობაზეა.
- ძალიან ბევრი რამ შეიძლება იყოს, პირადი პრობლემებიდან დაწყებული, ზოგადით დამთავრებული: მშობლების და შვილების ურთიერთობა, მეგობრობა, ფსიქოლოგიური პრობლემები, ემიგრაცია, უსამართლობა, რაც სახელმწიფო სტრუქტურებში გამეფებულია, არადა პირველ რიგში, სწორედ ისინი უნდა ზრუნავდნენ ხალხზე. ჰომოფობიის შესახებაც ხაზგასმით იქნება ყურადღება გამახვილებული.
- ვფიქრობ, ისე მაქვს შერწყმული ყველა დეტალი, გამოგონილიც და ავტობიოგრაფიულიც, ალბათ არავინ იგრძნობს, რომ ეს რეალობისგან ან ძალიან შორსაა, ან – ძალიან ახლოს.
- დიახ, ჩემს წიგნს გვერდი გავუხსენი და იქ ვდებ ხოლმე ნაწყვეტებს. საბედნიეროდ, ძალიან ცოტა შენიშვნას ვიღებ. ძირითადად, მოსწონთ და სჯერათ ჩემი შესაძლებლობების. შემიძლია ჩემს წიგნზე დაუმთავრებლად ვისაუბრო ისე მიყვარს, ჩემი თითოეული სიტყვა, ფრაზა თუ ნაწყვეტი... როცა ვწერ, ყველა გრძნობა გათიშული მაქვს და როცა ვკითხულობ, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ, რა ემოციები ტრიალებს თურმე. ვინც წაიკითხა, ცრემლები ვერავინ ვერ შეიკავა.
მარიამ ტურძილაძე