ტკბილეული ბავშვების ყველაზე საყვარელი საჭმელია. მშობლები კი სულ სხვაგვარად ფიქრობენ და ცდილობენ, მათი პატარა მაქსიმალურად მოარიდონ შაქრისა და ცხიმის შემცველ საკვებს. ამის გაცნობიერება კი ბავშვებს ძალიან უჭირთ, რაც ხშირად პატარებსა და უფროსებს შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება.
რეალურად, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ბავშვებს ტკბილეული არ აჭამოთ, უბრალოდ დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ პროდუქტი, რომელსაც პატარას მისცემთ და დაიცვათ ზომიერება. კარგად გაეცანით მის შემადგენლობას. ტკბილეული არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით შაქარს, ცხიმს, საღებავს, ემულგატორებს...
ამ შემთხვევში საუკეთესო გამოსავალი დესერტის სახლში მომზადებაა. თუმცა სახლში მომზადებული ტკბილეულიც იგივე კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ის მინიმალური შაქრითა და ცხიმით უნდა მოამზადოთ. პატარებისთვის ძალიან კარგი იქნება, თუ ტკბილეულის ცომის მომზადების დროს ტრადიციულ ცხიმს თხილის კარაქით ან ურძეო იოგურტით ჩაანაცვლებთ.
კაფეების ქსელის Mr.Cook-ის კონდიტერები გირჩევენ, რომ დესერტების მომზადების დროს მაქსიმალურად შეამციროთ შაქრის რაოდენობა და ბავშვი თავიდანვე ნაკლებად ტკბილს შეაჩვიოთ.
კონდიტერი, ასევე, გირჩევთ რომ დესერტში შაქარი ჩაანაცვლოთ სტევიათი. სტევია თაფლოვანი, ანუ ტკბილი მცენარეა. მისი შემცველი სტევიოზიდი 300-ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე შაქრის შემცველი საქაროზა, მაგრამ საერთოდ არ მოქმედებს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციაზე. სტევია ღვიძლში გლიკოგენის წარმოქმნას უწყობს ხელს, ანუ ღვიძლს ანიჭებს ფუნქციას, ორგანიზმში შაქრის შემცველობა დააბალანსოს. გამოიყენება ათეულობით სახეობის, მათ შორის მურაბებისა და საკონდიტრო ნაწარმის დამზადებაში.
Mr.Cook კაფეების ქსელია, რომელიც ჯანსაღ კერძებსა და დესერტს გთავაზობთ. მისი კონდიტრები ყველაზე საყვარელი ჯანსაღი დესერტის მომზადებას გასწავლიან.
ინგრედიენტები:
არაჟანი 800 გრამი შაქარი 250 გრამი 400 გრამი ხილი 45 გრამი ჟელატინი ვანილი
"ეს არის დესერტი ცხობის გარეშე. აღნიშნული ინგრედიენტების გამოყენებით უნდა მოამზადოთ ერთიანი მასა და მაცივარში გაყინოთ რამდენიმე საათის განმავლობაში. 3-4 საათი საკმარისია, თუმცა რაც უფრო დიდი ხნით გააჩერებთ, მით უფრო მყარი მასა გამოვა და ადვილი იქნება როგორც ფორმიდან ამოსაღებად, ისე დასაჭრელად. ძალიან არომატული გამოდის ჟოლოთი და ფორთოხლით. თუმცა თქვენი გემოვნებისამებრ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხილი. ზოგადად, დესეტრებში რაც მეტ ხილს და ნაკლებ შაქარს გამოიყენებთ, მით უფრო სასარგებლო და ჯანსაღი იქნება. შაქარი საკმაოდ მაღალკალორიულია და ბევრ რამეზე ნეგატიურად მოქმედებს, ამიტომ გამოიყენეთ ცოცხალი ხილი. ნებისმიერ შემთხვევაში კი ზომიერების დაცვა აუცილებელია," - განმარტავენ კონდიტრები.
ჯანსაღი დესერტის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი და განსაკუთრებით, თქვენი პატარების კვების ყოველდღიური რაციონი სრულად ჯანსაღი იყოს.