"მზით დამწვრობა შეიძლება მიიღოთ წყალშიც და ქოლგის ქვეშაც, ღრუბლიან და ქარიან ამინდშიც“ - გუგა ქაშიბაძის რეკომენდაციები - მშობლები

"მზით დამწვრობა შეიძლება მიიღოთ წყალშიც და ქოლგის ქვეშაც, ღრუბლიან და ქარიან ამინდშიც“ - გუგა ქაშიბაძის რეკომენდაციები

2019-07-30 16:02:30+04:00

ლამაზად გარუჯული კანისთვის ზაფხულში ადამიანები ძალიასხმევას არ იშურებენ, თუმცა მათი ზედმეტი მონდომება ხშირად დამწვრობით მთავრდება. არა მხოლოდ ზღვაზე, მთასა და ქალაქშიც შესაძლებელია მზეზე დიდხანს ყოფნისას დამწვრობის მიღება. რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ დამწვრობა თავიდან აიცილოთ და რომელი მზისგან დამცავი კრემია რეკომენდებული, ამ თემაზე დამწვრობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი-კომბუსტიოლოგი, გუგა ქაშიბაძე საუბრობს.

- გარუჯვა მიიღება მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. უნდა აღვნიშნოთ, რომ ულტრაიისფერი სხივები სასარგებლოა, რადგან იგი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, მონაწილეობს D ვიტამინის წარმოქმნაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. თუმცა ამ ეფექტების მისაღწევად საკმარისია მზეზე მხოლოდ 15 წუთი დაჰყოთ. თუ უფრო მეტხანს გავჩერდებით მზეზე და არ დავიცავთ წესებს, მარტივი შესაძლებელია დამწვრობა მივიღოთ.

-როგორც ბავშვი, ასევე ზრდასრული ადამიანი ზღვაზე ან მთაში რომ არ დაიწვას, როგორ უნდა მოიქცეს - რა წესების დაცვაა ამ დროს საჭირო?

- მზის სხივით დამწვრობა უტოლდება ჩვეულებრივი დამწვრობის სიმძიმეს, როგორც ცხელი ნივთით ან მდუღარე წყლით დამწვრობისას. ნებისმიერი დამწვრობის მიღება უდიდესი სტრესია ორგანიზმისთვის. საჭიროა დავიცვათ რამდენიმე მარტივი წესი:

მზეზე ყოფნის დრო უნდა იყოს: დილიდან შუადღის 11 საათამდე (ისიც თუ ძალიან მცხუნვარე მზე არ არის) ან საღამოს 5 საათიდან. ყველანაირად მოერიდეთ მზეს, როცა იგი იმყოფება ზენიტში. მზის ულტრაიისფერი გამოსხივება მოქმედებს წყალში ყოფნის დროსაც , შეიძლება ითქვას, რომ ორმაგად- პირდაპირი მზის სხივისგან და წყლის ზედაპირიდან არეკლილი სხივისგან. ასევე, არეკლილი მზის სხივით ხდება გარუჯვა ქოლგის ქვეშაც , რა თქმა უნდა, ნაკლები ინტენსივობით. გარუჯვა ხდება ღრუბლიან ამინდშიც , და ქარიან ამინდში. თუ არის მზე, ირუჯებით კიდევაც. რაც უფრო ვერ გრძნობთ სიცხეს, უფრო მარტივად შესაძლებელია მიიღოთ დამწვრობა. უმჯობესია, ქუდით გავიდნენ პლაჟზე, რომელიც თეთრი ფერის იქნება. ამით მზის სხივების არეკვლა მოხდება. თეთრი ფერის ქუდი განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის მნიშვნელოვანი. გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად, ძალიან მნიშვნელოვანია გარუჯვის დროს სითხის მიღება. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კრემი. რუჯს მაინც მიიღებთ და თან ამ დროს თავიდან აირიდებთ დამწვრობას და კანის გამოშრობას.

- როგორ უნდა ავარჩიოთ მზისგან დამცავი კრემი - ზოგიერთი კრემი საფრთხესაც კი შეიცავს და შესაძლოა დაცვის ნაცვლად, ზიანი მოგვაყენოს. როგორ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან ხარისხიანი და უხარისხო და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ პროდუქტის შერჩევისას?

- გეთანხმებით, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ მზისგან დამცავი კრემი იყოს ხარისხიანი. ბაზარი გადაჯერებულია მსგავსი პროდუქტებით. მე პირადად რეკომენდაციას ვუწევ ბრენდ „სეტაფილს“, რომელიც სულ ცოტა ხანია, რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. "სეტაფილს" აქვს 70-წლიანი გამოცდილება

კანის მოვლის საშუალებების შექმნაში და ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. "სეტაფილი" არის კომპანია გალდერმას პროდუქცია, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი დერმატოლოგიური საშუალებების შექმნაში. სეტაფილის პროდუქტებში არის მზისგან დამცავი კრემი სეტაფილ UVA/UVB SPF 50+, რომელიც აკმაყოფილებს ყველა პირობას, რაც უნდა ჰქონდეს მზისგან დამცავ კრემებს. შექმნილია სპეციალური ტექნოლოგიით და იცავს ულტრაიისფერი A და B სხივებისგან, აქვს მაღალი SPF დაცვა 50+, გამოიყენება როგორც სახეზე ისე ტანზე, უსაფრთხოა ბავშვებისთვისაც. არის წყალგამძლე, ანუ დაცვა გრძელდება წყალშიც, თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო რომ წყლიდან ამოსვლის და პირსახოცის გამოყენების

შემდეგ აუცილებელია კრემის წასმა. კრემს აქვს ძალიან ნაზი სტრუქტურა, სეტაფილ UVA/UVB დაცვა არის კარგი საშულაება რომ მიიღოთ ჯანსაღი რუჯი დამწვრობის და კანის გამოშრობის გარეშე.

mshoblebi

- საინტერესოა, თქვენი დაკვირვებით, რამდენად იყენებენ ადამიანები მზისგან დამცავ კრემებს და რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საკითხს?

- მომართვიანობიდან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ გავრცელებულია აზრი, რომ მზისგან დამცავი კრემებით გამოყენებისას ვერ მიიღებთ რუჯს და შესაბამისად, ნაკლებად ხდება დამცავი კრემების გამოყენება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან კანის დაცვა, თუ 15 წუთზე მეტ დროს ვატარებთ მზეზე.

- ცნობილია, რომ მზისგან დამცავი კრემების არსებობა ზღვაზე წასვლამდე უფრო

გვახსენდება, არადა, მთაშიც ადვილად შეიძლება დაიწვას კანი და ქალაქშიც, თუ

ადამიანს დიდხანს უწევს მზის ქვეშ ყოფნა... ხომ ასეა?

- რა თქმა უნდა , მზეზე ყოფნის დროს რუჯი და დამწვრობა შესაძლებელია მივიღოთ ყველგან . ამიტომ აუცილებელია მზისგან დამცავი კრემების გამოყენება ყველგან როგორც ზღვაზე, ისე მთაში და ქალაქშიც.

- იქნებ ორიოდე სიტყვა გვითხრათ რუჯზეც, რომელიც კვლავ მოდურია, არადა, არც ისე სასარგებლო...

- კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული სარგებლის მისაღებად საკმარისია, დღეში 15 წუთს ვატარებდეთ მზეზე, ყველა სხვა შემთხვევაში აუცილებელია მზისგან დამცავი კრემების გამოყენება.

mshoblebi

- როგორ უნდა მოვუაროთ დამწვრობას და რა როლი აქვს, ამ შემთხვევაში, სპეციალური კრემების გამოყენებას?

- მზის გულზე ადამიანი დამწვრობას ვერ გრძნობს, სახლში დაბრუნებული კი მაშინვე მიხვდებით, რომ დამწვარი ხართ. პირველ რიგში, მიიღეთ ტკივილგამაყაჩუბელი, რათა კანის დაჭიმულობით გამოწვეული დისკომფორტი და ტკივილი მოგეხსნათ. ამის შემდეგ კი წაისვით ლოსიონი, ქაფი ან კრემი. ამასთან, გირჩევთ, რომ ადგილობრივად დამზადებული მალამოები არ წაისვათ და აფთიაქებში დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებებს მიანიჭოთ უპირატესობა, შემიძლია გირჩიოთ მიკროდაცინის ჰიდროგელი, რომელიც დამწვრობის შემთხვევაში საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. მიკროდაცინის ჰიდროგელი ამერიკული პროდუქტია და მსოფლიო მასშტაბით არჩევის პროდუქტს წარმოადგენს დამწვრობის მკურნალობაში.

R