დატილიანების პრობლემა ბავშვებში არაერთ მშობელს აწუხებს და მუდმივად აქტულურია კითხვა, როგორ ვებრძოლოთ ჩვენი პატარების თავში მყოფ პარაზიტებს. ამ საკითხზე არსებულ მნიშვნელოვან კითხვებზე გვპასუხობს ექიმი დერმატოვენეროლოგი, კოსმეტოლოგი, ტრიქოლოგი ნელი ბაკურაძე.
- როგორ ჩნდებიან ბავშვის კანზე ტილები? ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გარდა, კიდევ რა შეიძლება იყოს დატილიანებიის მიზეზი?
- ძირითადად ტილები ბავშვებს დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის დროს გადაედებათ. აუცილებელი არ არის, რომ ტილი ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო გაჩნდეს.
- როგორი თმა იზიდავს ტილებს?
- თმის ფაქტურას არ აქვს მნიშვნელობა. დაინფიცირებულ ბავშვთან კონტაქტის შედეგად შეძენილი პარაზიტი ახდენს ნერწყვის გამოყოფას, უბრალოდ ამ ნერწყვის მიმართ მგრძნობელობა ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. ზოგს მკვეთრად გამოხატული რეაქცია აქვს და ძლიერი ქავილი აწუხებს, რაც თავის კანის დაზიანებას იწვევს. თუ მხურვალე საფარველის თავის კანი აქვს ადამიანს და ოფლიაონობით გამოირჩევა, ტილების გამრავლებისთვის ეს ხელშემწყობი ფაქტორია და ასეთი თავის კანის დამუშავებაც უფრო ძნელია. - როგორ შეიძლება დავიცვათ ბავშვი ტილებისგან?
- პრევენციის მიზნით სასურველია, რომ ბავშვების კოლექტივში ხშირად მოხდეს კონტროლი და დროულად შევამჩნიოთ პარაზიტები. არსებობს წვრილი სავარცხელი, რომლითაც კვირაში ერთხელ ან ორჯერ თმის დავარცხნა, აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება. პრევენციის მიზნით, რაიმე სპეციალური საშუალების გამოყენება არ არის აუცილებელი.
- როგორ მოვიცილოთ ტილები? ამბობენ, რომ წილებს აფთიაქში შეძენილი პრეპარატები ვერ ერევიან...
- წილებს თავის ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე, ცოტა განსხვავებული გარსი აქვთ და ძნელია მათი მოსპობა, თუმცა სპეციალური საშუალებები, რაც იყიდება აფთიაქში დაგვეხმარება იმ შემთხვევაში, თუ ზუსტად და სწორად მივყვებით ინსტრუქტაჟს, რომელიც დატანილია მედიკამენტზე.
- ყველაზე ეფექტური საშუალება რა არის ტილებთან საბრძოლველად?
- პროფილაქტიკისთვის არაფრის გამოყენება არ ხდება, თუ პრობლემა დაფიქსირდება, მაშინ მივმართავთ ზომებს. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე მუდმივად იცვლება ტილების მოსაცილებელი პრეპარატების სახეობები, რამე კონკრეტულს ვერ დაგისახელებთ. მშობლები ხშირად სხვადასხვა ჰორმონულ და სტეროიდულ ლოსიონებს მაშინ იყენებენ, რიცა მათი გამოყენების საჭიროება არ არსებობს.
- გარდა მედიკამენტებისა, მცენარეულ საშუალებებსაც მიმართავენ, მაგალითად დაფნის ნახარშს...
- მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიკამენტების შემადგენლობაში დაფნა გვხვდება, მისი ნახარშით ჩანობანა ბავშვებს ტილებს ვერ მოაცილებს.
- არის შემთხვევები, როცა ერთი კონკრეტული პრეპარატი ერთ ბავშვს შველის, მეორეს - არა...
- რა თქმა უნდა, ეს კომბინირებულად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი თავის კანი აქვს, აღენიშნება თუ არა რაიმე სახის პრობლემა, ხომ არ აქვს სებორეული დერმატიტი, რაც თავისთავად აღრმავებს პრობლემას, თუმცა ესეც მოგვარებადი და დარეგულირებადია, გაღიზიანებულ კანზე ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენებით.
- ბავშვები, რომლებიც ეთამაშებიან ძაღლს, კატას, შესაძლებელია მათ ცხოველისგან გადმოედოთ ტილები?
- ცხოველებს და ადამიანებს განსხვავებული პარაზიტები უჩნდებათ. საერთოდ, სასურველია, რომ არ მოხდეს დაიფინცირებულ ძაღლთან და კატასთან, არაჰიგიენურ პირობებში მყოფ ცხოველთან ურთიერთობა. ცხოველისგან ბავშვებს უფრო მკბენარები გადაედებიან, ვიდრე ტილები, თან ეს ტანს ეხება და არა თავს.
რუსკა კილასონია
"7 წლის ბიჭმა ძლივს მიასწრო კლინიკამდე, გოგონას კი თმის ბუდობრივი ცვენა დაეწყო" - რას იწვევს პრეპარატი, რომელსაც მშობლები ტილების წინააღმდეგ იყენებენ