სამძებრო ჯგუფმა 2019 წელს ჩაატარა სოციალური ექსპერიმენტი: უცნობები ცდილობდნენ საბავშვო მოედნიდან მოტყუებით წაეყვანათ 3-დან 12 წლამდე ბავშვები (რა თქმა უნდა, მშობლებთან შეთანხმებით) - 17-დან 15 მიენდო უცხო ადამიანს. ხოლო 2-6 წლამდე ბავშვებმა უარი განაცხადეს ეზოდან წასვლაზე.
"გინდა ბამბის ნაყინი გიყიდო?"
"წამოდი მტრედებს ვაჭამოთ".
"იქით ციყვები დარბიან, წამოდი, ერთად ვნახოთ".
"მამაშენმა მთხოვა წამეყვანე. წავიდეთ"?
მოზარდებიც მიჰყვებიან უცხოებს.
შანსი, რომ ბავშვი გაჰყვება უცნობს, ერთიორად იზრდება, თუ გამტაცებელი ქალია ან მოზარდია.
ბავშვები კითხვაზე"რატომ გაჰყევი უცნობს"? სხვადასხვანაირად პასუხობენ:
"დეიდამ მითხრა წავსულიყავი მასთან ერთად" "მივხვდი, რომ ექსპერიმენტი იყო!" "მეგონა, რომ დედა მელოდებოდა".
პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდი პერიოდული გამოცდის მოწყობაა, რა დროსაც ეკითხებით ბავშვს: როგორ მოიქცეოდა ამა თუ იმ სიტუაციაში. სიტუაციებს ართულებთ და იგებთ, თუ როგორ მოიქცეოდა ის მოცემულ სიტუაციაში.
ბავშვს უნდა ასწავლოთ უსაფრთხოების წესები და ის, თუ როგორ მოიქცეს დაკარგვის შემთხვევაში. მაგალითად, თუ ბავშვი დაიკარგა დიდ სავაჭრო ქსელში, უნდა მიაკითხოს ნებისმიერ თანამშრომელს დახმარებისათვის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს მანქანის პარკირების ადგილზე. სწორედ იქ ხდება ხშირ შემთხვევაში გატაცებები.
• თუ გატაცება უკვე მოხდა, უთხარით შეუმჩნევლად როგორ მოუხმოს დასახმარებლად ხალხს.
2007 წელს გამტაცებელი და მოზარდი გოგონა თვითმფრინავით მგზავრობდნენ. გოგონამ საპირფარეშოში ტუალეტის ქაღალდზე დაწერა შეტყობინება. როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, პოლიცია უკვე ტრაპთან ელოდებოდა გამტაცებელს.
• მოზარდებს ეკრძალებათ ავტოსტოპით მგზავრობა.
• საზოგადოებრივ ადგილებში განსაკუთრებულ საშიშროებას საზოგადოებრივი საპირფარეშო წარმოადგენს. ნუ გაუშვებთ ბავშვს იქ მარტო. მიაცილეთ და დაელოდეთ.
როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილი გაყვებოდა თუ არა უცნობს, ექსპერიმენტში რომ მიეღო მონაწილეობა?
როგორ იტაცებენ პედოფილები ბავშვებს: ექსპერიმენტი, რომელიც მშობლებს თავზარს დასცემს