რეჟისორი გიორგი დანელია 4 აპრილს გარდაიცვალა. მისი ფილმები დამსახურებულად მიიჩნევა კლასიკად და მისივე ფრაზები დიდი ხანია ციტატებად გადაიქცა. გიორგი დანელია არა მხოლოდ გენიალური რეჟისორი, არამედ შესანიშნავი სცენარისტი და მწერალი იყო. მას ბევრი ცხოვრებისეული პრობლემის იუმორით გადაჭრა შეეძლო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ რეჟისორის შემოქმედებითი ცხოვრება, რაც დღემდე ძალიან აქტუალურია, და გთავაზობთ მის ციტატებს:
"მე მიყვარდა და მათაც ვუყვარდი. წამოვედი და ისინიც წავიდნენ ჩემგან. სულ ესაა, რაც ჩემს პირად ცხოვრებაზე შემიძლია ვთქვა“. "შევხვედრივარ გამყიდველებსა და მოღალატეებს, მაგრამ ისინი კარგად ჩავკეტე მეხსიერების ნაგავში და მკაცრად ეკრძალებათ ჩემს მოგონებებში შემოსვლა“. "ქალები ყოველთვის ქალები არიან, სიბერეშიც და ახალგაზრდობაშიც“. "ყველაზე ძვირფასი მოგონება ჩემს ცხოვრებაში მოელვარე სამზარეულოს ფანჯარაა, რომლის უკან დედაჩემი დგას“.
"საბედნიეროდ, სწრაფად გავაცნობიერე: წარმატების გამო არასდროს არაფერი გადამიღია. აუცილებელია, გადაიღო ის, რაც მოგწონს და რომლის გადაღების შემდეგ არ შეგრცხვება“. "ცხოვრება სცენარი არ არის. მას ვერ გადაწერ. რა სამწუხაროა!“ "სიბერეში ყველაფერი ისე ჩანს, როგორც ბინოკლში: უფრო შორს და უფრო უკეთ.“ "ყველა ადამიანი კარგია, უბრალოდ ხანდახან ისინი ცუდად იქცევიან." "ცხოვრებაშ არსებობს გზები, რომელთაც თუ გაივლი, უკან ვეღარასდროს დაბრუნდები.“ "კაცობრიობა არ წყვეტს სისულელეების ერთმანეთის მიყოლებით გაკეთებას. თითქოს განზრახ ანადგურებენ საკუთარ პლანეტას. 50 წლის შემდეგ კი, თუ გადარჩა კაცობრიობა, "ქინ-ძა-ძა!“ დარჩება აქტუალური, რადგან იდიოტიზმი მარადიულია. ის ადამიანთან ერთად დაიბადა“. "ჩემს ფილმებში თითოეულ პერსონაჟს აქვს თვისებები, რომლებიც ჩემთვისაცაა დამახასიათებელი.“