ეს სია შეადგინა მრავალშვილიანმა დედამ, პედაგოგმა - ვერა ბაშმაკოვამ. ის დარწმუნებულია, რომ ამ მულტფილმებმა დიდი გავლენა მოახდინა მისი ბავშვების აღზრდაში.
სასწაულად სასაცილო ფილმია, რომელიც გვიყვება ბავშვურ მარტოობასა და გაუგებრობაზე, უფროსების გულგრილობაზე. სევდიანი დასარული აქვს. ნახვის შემდეგ დაელაპარაკეთ და თანაუგრძნეთ ბავშვს.
გასართობი ზღაპარია"ცივილურ" და "ველურ" სამყაროზე. ამბავი ისე კარგადაა გადმოცემული, რომ რომ ვერ მოწყდებით.
კელსის წიგნში გადმოცემული ისტორია მონასტერში მყოფ ბიჭუნას და მისი ველური მეგობრის ამბავს გვიყვება.
ირლანდიური მითოლოგიის ეკრანიზაციაა თანამედროვე ბავშვებისთვის. ფილმის ნახვის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფებით.
სასაცილო, სევდიანი და სუფთა მეგობრული გრძნობების ნაზავია წარმოდგენილი ფილმში.
ფილმში ცხვრის ურთიერთობა მეპატრონის ძაღლთან იმეორებს შვილებსა და მშობლებს შორის იერარქიებს.
ფილმში შეიმჩნევა სნობიზმი და მსუბუქი ცინიზმი, მაგრამ სასაცილოა.
ფილმში მოთხრობილია ქათმის ფერმის მაცხოვრებელი ქათმების დრამატულ ცხოვრებაზე. ერთ-ერთ მეორეხარისხოვან ქათამს დაკლავენ და მისგან ნამცხვარს აცხობენ. ფილმის ნახვის შემდეგ შესაძლოა ბავშვმა უარი განაცხადოს ქათმის ხორცის ჭამაზე. ამიტომ დაფიქრდით, აყურებინებთ თუ არა მას ფილმს.
კუნგ-ფუ პანდა
ეს მულტფილმი მოსწავლესა და მასწავლებელზე, საკუთარ თავთან მუშაობაზეა.
ფილმში აღწერილია ინფანტილური მოხუცისა და ბავშვის მეგობრობის ამბავი.
ნიუ-იორკის ზოოპარკის 4 ბინადარი მოულოდნელად გადაიყვანეს ბუნებრივ პირობებში, სადაც მათ უხდებათ შეგუება ახალ გარემოსთან.
ბიჭს უჩნდება პატარა ძმა. ძალიან სახალისო ისტორიაა. გამოადგებათ მშობლებს და მათ შვილებს, რომლებიც გეგმავენ მეორე ბავშვის გაჩენას.
ფილმი გენიალურ ძაღლზეა, რომელმაც ბავშვი აიყვანა აღსაზრდელად. ეს არის განსხვავებული მშობლების მეტაფორა
თითქოს ბანალური ისტორიაა, მაგრამ საკმაოდ სასაცილო და სახალისოა.
ისტორია ცხოველების კონკურსში მონაწილეობაზეა, რომლებიც აღმოჩნდებიან დიდების მწვერვალზე.
ფილმში აღწერილია ვიკინგების ბელადის შვილის და დრაკონების ამბავი.
არდადეგებზე ბავშვებმა ააშენეს თოვლის სასახლე, სადაც ვითარდება მოქმედება.
საოცარი მულტფილმია, რომელშიც მოთხრობილია მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადართა ისტორიები. ფილმს შეიძლება ეწოდოს - 12+.
საინტერესო, სასაცილო, ღრმა და შინაარსიანი ფილმია, რომელიც არწერს გაცოცხლებული სათამაშოების ისტორიას.
ისტორია ჯამბაზ თევზზეა, რომელიც ისე გადაჭარბებულად ზრუნავს თავის შვილზე, რომ არ აცდის ცხოვრებას. ბიჭი ხვდება გაუგებრობაში, მამა ცდილობს მის გადარჩენას და ხვდება თავის შეცდომებს. ორივე იცვლება უკეთესობისკენ.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოჯახური წყვილია, რომელთაც ჰყავთ ასევე ჩვეულებრივი შვილები. ცდილობენ იცხოვრონ მშვიდად თუმცა სიტუაცია ისე წარიმართება, რომ მოუწევთ თავიანთი სუპერ შესაძლებლობების გამოვლენა შვილების თვალწინ. საკმაოდ სახალისო სიუჟეტია.
ისტორია მანქანებზეა, სადაც აღწერილია, რომ ცხოვრებაში მთავარი არა დიდება, არამედ ადამიანური ურთიერთობებია.
ფილმი მოგვითხრობს მოტივაციაზე, რომ მას დიდი ძალა აქვს.
ამ მულტფილმში ემოციები ეხმარება გოგონას თვითგადარჩენაში.
ფილმში აღწერილია გრძელთმიან გოგონაზე, რომელიც გაიზარდა სამყაროსგან იზოლირებულად. შემდეგ მან აღმოაჩინა ფერადი და საინტერესო სამყარო და შეიყვარა ის.
ეს არის ლამაზი ისტორია დებზე და მათ ურთიერთობებზე.
ფილმი რობოტექნიკაზეა, უფრო გათვლილია ბიჭების ინტერესებზე.
მულტფილმი, სადაც ნაჩვენებია ტოლერანტულობა და საყოველთაო ერთიანობა.
ორი დის ამბავი, რომლებიც ქალაქგარეთ ცხოვრობენ, მათ ჰარმონიულ ურთიერთობაზე ბუნებასთან.
ფილმში აღწერილია პილოტის ისტორია, რომელიც გახდა ღორი და შეუყვარდა გოგონა.
მულტფილმში აღწერილია ადამიანისა და ბუნების ურთიერქმედება. ბუნებას ვერ მოერევი - ასეთია ფილმის სლოგანი.
გოგონა გადაარჩენს თავის მშობლებს, რომელთაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ სამყაროს მიმართ.
მომნუსხველი ოჯახური ისტორია.
მულტფილმი, რომელიც ოჯახურ, ნათესაურ ურთიერთობებზე და წინაპრების პატივისცემაზეა.
მულტფილმი ადამიანურ ურთიერთობებზე.
შეგიძლიათ, კომენტარებში თქვენც დაამატოთ სიას საკუთარი ვერსიები, თანამედროვე მულტფილმებიდან, რომლებიც მოგეწონათ.