ინტელექტით ბიჭი დედას ემსგავსება, გოგონა კი - მამას - რა გენეტიკური თვისებები გადაეცემათ ბავშვებს დედისა და მამისგან - მშობლები

ინტელექტით ბიჭი დედას ემსგავსება, გოგონა კი - მამას - რა გენეტიკური თვისებები გადაეცემათ ბავშვებს დედისა და მამისგან

2019-10-16 10:50:44+04:00

სკოლაში, ბიოლოგიის გაკვეთილზე, გენეტიკას ვეცნობით და ვხვდებით, რომ ეს საინტერესო და საჭირო მეცნიერებაა. დღეს მემკვიდრეობის საიდუმლოზე უნდა ვისაუბროთ. შეიძლება თუ არა წინასწარი პროგნოზი, რა ინტელექტუალური და გარეგნული თვისებები ექნებათ თქვენს შვილებს? რა თვისებებს იღებენ ისინი დედისაგან და რას მამისგან? აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი რამ სწორედ გენეტიკაზეა დამოკიდებული.

მამისგან ბავშვს მემკვიდრეობით გადაეცემა:

1. გულის პრობლემები

ლესტერის უნივერსიტეტის მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ გულის პრობლემები მემკვიდრეობით მამისგან ბიჭებს გადაეცემათ.

2. ფსიქიკური პრობლემები

მამისგან ყველაზე ხშირად შიზოფრენია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი გადაეცემათ. რაც უფრო ასაკოვანია მამა, მით უფრო მაღალია რისკი, იმიტომ, რომ მამაკაცის დნმ წლებთან ერთად მუტაციას განიცდის.

3. არათანაბარი კბილები

კბილებისა და ყბის კონფიგურაციაზე მამის გენი უფრო აქტიურადაა პასუხისმგებელია, ვიდრე დედის. ამიტომ, მამიდან ბავშვმა შეიძლება არა მხოლოდ არათანაბარი, არამედ თხელმინანქრიანი კბილები მიიღოს მემკვიდრეობით.

4. შობადობასთან დაკავშირებული პრობლემები

მეცნიერების მტკიცებით, სპერმის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა გენეტიკური პრობლემა იყოს. თუ ბავშვი ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადა, მასაც შეიძლება ჰქონდეს მომავალში შვილის გაჩენის პრობლემა.

5. ბავშვის სქესი

ბავშვის სქესის განსაზღვრა შესაძლებელია მამის გენიალოგიური ხის შესწავლით. თუ სპერმა X ქრომოსომას ატარებს, დედის X ქრომოსომასთან კავშირით გოგონა დაიბადება. ხოლო თუ სპერმა Y ქრომოსომის მატარებელია, ბიჭის გაჩენის ალბათობა უფრო მეტი და უფრო ხშირია.

6. ბავშვის თვალის ფერი

იქიდან გამომდინარე, რომ მამაკაცის გენი დომინირებს ქალის გენზე, ბავშვს გენეტიკურად მამისგან სახის მოყვანილობა და თვალის ფერი გადაეცემა.

7. სიმაღლე

ბავშვის სიმაღლე მამის გენზე უფროა დამოკიდებული. მაღალ მამაკაცებს ჩვეულებრივ ისეთივე სიმაღლის შვილები ჰყავთ.

ინტელექტის დონე

მამისგან ვაჟებს ინტელექტუალური შესაძლებლობები არ გადაეცემათ მემკვიდრეობით. თუ მამა ძალიან ჭკვიანია, არ ნიშნავს იმას, რომ მის ვაჟსაც მსგავსი გონებრივი შესაძლებლობები ექნება ან პირიქით. ინტელექტის დონე მემვკიდრეობით მამიდან მხოლოდ გოგონას შეიძლება ერგოს. მაგრამ, ნახევარი. ინტელექტი მემკვიდრეობით ვაჟებს მხოლოდ დედისგან შეიძება ერგოთ. დედას კი საკუთარი მამისგან გადაეცემა. გოგონები მამის ინტელექტის 50 %-ს იღებენ, თუმცა მათი ვაჟები შესაძლოა კარგი გონებრივი შესაძლებლობებით გამოირჩეოდნენ.

რომ შევაჯამოთ, მამაკაცებისთვის:

თუ გინდათ წარმოიდგინოთ, როგორი ინტელექტუალური შესაძლებლობები ექნება თქვენს ვაჟს, დააკვირდით თქვენი ცოლის მამას, ანუ სიმამრს. თუ ის პროფესორია, თქვენი ვაჟიც დიდი ალბათობით მას დაემსგავსება. გოგონას თქვენგან, ანუ მამისგან ინტელექტუალური შესაძლებლობების 50% გადაეცემა, მაგრამ შესაძლოა თქვენი გონებრივი შესაძლებლობები მის ვაჟიშვილს გადაეცეს სრულად. თქვენ ინტელექტუალური შესაძლებლობები დედისგან გერგოთ, უფრო სწორად ბაბუისგან, დედათქვენის მამისგან.

ქალებისთვის:

თქვენი ვაჟი თქვენგან იღებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მემკვიდრეობით, თქვენ კი მიიღეთ ის მამისგან. ამიტომ, თუ ბავშვს ეტყვით, რომ "მამაშენივით სულელი ხარ" - ასე არ იქნება, რადგან ის მამათქვენს ჰგავს. თქვენი გოგონა მამისგან იღებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მემკვიდრეობით. მისი ვაჟიშვილი კი თქვენი მეუღლის ასლი იქნება. როგორც ხედავთ, გენეტიკის საფუძვლიანი ცოდნა შესაძლებლობას გაძლევთ, ივარაუდოთ როგორი იქნება თქვენი შვილი მომავალში, რასაკვირველია, დიდი ალბათობით და არა 100%-იანი გარანტიით.

altრომელი დაავადებები გადაეცემათ ბავშვებს გენეტიკურად - დაავადებები და გენეტიკა