ბერა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ ამაზონის ტყის გადასარჩენად 1,1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა. მომღერლის საქველმოქმედო გადაწყვეტილებას იმაზე მეტი კრიტიკოსი გამოუჩნდა, ვიდრე მხარდამჭერი.
როგორაც ჩანს, ბერა ივანიშვილმა სწორედ კრიტიკოსების საპასუხოდ გადაწყვიტა "ინსტაგრამზე" დაეწერა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედაბუნებაზე ზრუნვა:
"მაინტერესებს, შეძლებს თუ არა ჩემი შვილი, დატკბეს ბუნების ფერებით, ისე როგორც ჩვენ დღეს ვტკბებით, როცა ის დიდი იქნება. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ბუნების ხმას, მივიღოთ ზომები და დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი", - წერს ბერა ივანიშვილი და ორსულ მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.