სინდი კროუფორდი 53 წლის ასაკშიც შესანიშნავ ფრმაშია და ტოლს არ უდებს 18 წლის ქალიშვილს. ცოტა ხნის წინ კი მოდურ ღონისძიებაზე ქალიშვილსა და დედასთან ერთად გამოჩნდა. ერთდროულად სამი თაობის ქალბატონები დადგნენ წითელ ხალიჩაზე და მშვენიერი სანახაობა მოაწყვეს.
სინდის დედა ჯენიფერ სიუ კროუფორდ-მოლაფი სიამოვნებით უღიმოდა ფოტოგრაფებს. კაიაც, ჩანს, ბედნიერი იყო ბებიის გვერდით დგომით და ხშირად ეხუტებოდა.
კაია დედის გზას მიჰყვება და წარმატებული მოდელია. ბევრი ადარებს დედას, მისი კარიერის პიკზე მყოფს და ამბობენ, რომ არანაკლები მონაცემები და პოტენციალი აქვს.