განსაკუთრებით კარგია გოგრა ჭიების პროფილაქტიკისთვის შემოდგომაზე გოგრა ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ნობათია. გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, მას ბევრი დადებითი თვისება აქვს. სამკურნალო თვალსაზრისით მისი ნაყოფი ფასდაუდებელია. გოგრის რბილობი შეიცავს პექტინებს, ნახშირწყლებს, ცილებსა და კაროტინს, ვიტამინებს: C, B1, B2, B6, E, PP. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ფოსფორის მარილები, კალიუმი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, კობალტი, სპილენძი, სილიციუმი. ნივთიერებათა ეს კომპლექტი გოგრის სამკურნალო ეფექტს განაპირობებს. ის დიდი წარმატებით გამოიყენება დიეტურ კვებაში სხვადასხვა დაავადების დროს.
გოგრის თესლები მდიდარია ცხიმებით, რომელთა შემადგენლობაში შედის
უმეტესწილად უჯერი ცხიმმჟავები და ცილები. თესლის მოლურჯო-მომწვანო კანქვეშა გარსს მუცლის ჭიის საწინააღმდეგო თვისება გააჩნია; ისევე როგორც რბილობი, ისიც მდიდარია ბეტა-კაროტინით, C და B ჯგუფის ვიტამინებით.
ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია ცნობილია გოგრის სამკურნალო მოქმედების ფართო სპექტრი. შარდსასქესო სფეროს დაავადებების, თირკმლების, ალერგიული რეაქციების, კანის დაავადებების დროს მას საოცარი ეფექტი აქვს. ტრადიციულად გოგრის თესლები და რბილობი გამოიყენება შარდის ბუშტის ანთების, რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიის (ანემიით დაავადებულთათვის რეკომენდებულია დღეში 4-5-ჯერ 20-დან 150 გრამამდე მოხარშული გოგრის მიღება), კარიესის (გოგრის რბილობის სისტემატური მიღება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კარიესის პროფილაქტიკისთვის), მაღალი წნევის, ათეროსკლეროზის, გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს.
როგორც ითქვა, განსაკუთრებით კარგია გოგრა ჭიების პროფილაქტიკისთვის. ზოგი გოგრის უმ თესლს თაფლთან ერთად იღებს, უზმოზე. სხვებს რძით უფრო მოსწონთ. თუმცა ფაქტია, რომ გოგრა ყოველმხრივ სასარგებლოა. მაგალითად, ბოლოკსა და ყაბაყთან ერთად გოგორა ერთ-ერთი საუკეთესო საკვებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. სხვა პროდუქტებთან ერთად, გოგრა ასევე დადებითად მოქმედებს ბავშვის ტვინზე.
მისგან გემრიელი წვნიანების თუ ფაფების მომზადებაც შეგიძლიათ. ერთ-ერთის რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ.