მარტივად მოსამზადებელი რეცეპტი დაგჭირდებათ:
კარტოფილი - 5 ცალი
გოგრა - 500 გრ
კვერცხი - 2 ცალი
რძე - 100-150 გრ
ფქვილი - 100-200 გრ
მზესუმზირის ზეთი
მომზადება:
უმი კარტოფილი გახეხეთ მსხვილად. გააცხელეთ რძე და დაუმატეთ გახეხილ კარტოფილს. ცოტა ხანს დადგით. შემდეგ რძე გადაწურეთ.
უმი გოგრა მსხვილად გახეხეთ.
კვერცხი გატეხეთ და გააცალკევეთ გული ცილისგან. ცილა ათქვიფეთ.
კვერცხის გული, კარტოფილი, გოგრა და ფქვილი ერთად მოათავსეთ და ათქვეფილი კვერცხის ცილა დაუმატეთ. ეს მასა კარგად აურიეთ და შემდეგ ოლადები მოამზადეთ ზეთწასმულ ტაფაზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება.