სრულფასოვანი სწავლა მშიერ კუჭზე ნაკლებ წარმოსადგენია საუზმობა პატარებს კი არა, დიდებსაც ეზარებათ ხოლმე, არადა, ის ყველაზე მნიშვნელოვანია დღის კვებაში. ხალხური გამონათქვამიც კი არსებობს: "საუზმე მთლიანად შეჭამე, სადილი სხვას გაუნაწილე, ვახშამი კი სულ მიეციო". საუზმის სარგებლობის შესახებ ბევრს საუბრობენ. დილის კვება მთელი დღის სიჯანსაღეს და განწყობას განაპირობებს, დილით მიღებული საკვები ყველაზე ჯანსაღი და სასარგებლოც უნდა იყოს. ბავშვებს კი ადრიდანვე უნდა ჩამოვუყალიბოთ საუზმობის ჩვევა, რომ მერე მთელი ცხოვრება გაჰყვეთ.
რა თქმა უნდა, საუზმე აუცილებელია სკოლის მოსწავლეებისთვის. სრულფასოვანი სწავლა მშიერ კუჭზე ნაკლებ წარმოსადგენია. საუზმე მოწაფისთვის აუცილებელია! და სასურველია, შინ ისაუზმოს, კიდევ უფრო სასურველია - არა ტელევიზორთან და არა წიგნის თანხლებით, ამ დროს საკვები არ შეითვისება ისე, როგორც საჭიროა.
საუზმობის პერიოდი ძალიან ბევრ ოჯახში ფაცა-ფუცით მიმდინარეობს. უფროსები სამსახურში გარბიან, ბავშვები - სასწავლებლებში. ბუნებრივია, ამ დროს ყველაზე ოპტიმალურია ის პროდუქტები, რომლებიც ნოყიერიცაა, გემრიელიც და რაც მთავარია, სახელდახელოდ მზადდება.
კომპანია "ნიკორა" მშობლებისთვის ახალი ინიციატივით გამოდის - კომპანიის წარმომადგენლები საუზმის მენიუს გთავაზობენ. პროდუქტები წარმოდგენილია იმ მოცულობით, რა მოცულობითაც დაფასოებულია. ფასებიც ამ პრინციპით არის მითითებული. თუმცა ბუნებრივია, ეს ერთი დღის მენიუ არ გახლავთ. ოჯახზეა დამოკიდებული, რამდენ დღეზე გაანაწილებს მას.
მენიუ "მსუბუქი"
"მზარეულის" ხაჭაპური (3-ცალიანი) – 2.75ლ
"მზარეულის" ტოსტერის პური - 1.45ლ
"ჩვენი ფერმერის" ხაჭო (200გ) და არაჟანი (200გ) - 2.20ლ+1.35ლ
"მზარეულის" კულიჩი პატარა (1ც) – 0,6ლ
"კაიზერის" საბავშვო სოსისი 280გ - 3.90ლ
სულ: 12,25ლ
მენიუ "მსუყე"
"ჩვენი ფერმერის" ნაღების კარაქი - 3.30ლ
ჯემი - 3.50ლ
"მზარეულის" ხორციანი ბლინი - 3.25 ლ
ნესქვიკის საბავშვო სასმელი 2ც - 1ლ
"ნიკორას" სოსისი სასკოლო 200გ - 2.20ლ"მზარეულის" ტოსტერის პური - 1.45ლ
სულ: 14.70 ლ