საბავშვო კროსვორდები, რებუსები, თავსატეხები და სახალისო დავალებები სასწავლო უნარების განვითარებისთვის ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" ახალი ნომრები უკვე გაყიდვაშია. საბავშვო კროსვორდები, რებუსები, თავსატეხები, სახალისო დავალებები სასწავლო უნარების განვითარებისთვის, გასაფერადებლები პატარა მკითხველებს დროს ნამდვილად შინაარსიანად გაატარებინებს.
ჟურნალი გოგონებისთვის და ბიჭებისთვის ცალ-ცალკე გამოდის. ორივე ნომერს თან ახლავს ფასდაკლების კუპონი წიგნების სერია "დიდი ქართველების" ტომებზე. ამ კვირის კუპონით იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიის შეძენას შეძლებთ სპეციალურ ფასად (4 ლარის ნაცვლად 2 ლარად).
ჟურნალების შეძენა სურვილის შემთხვევაში, წიგნებთან ერთადაც შესაძლებელია. ამ კვირის გოგონების ჟურნალს სტიკერებიანი წიგნი "მომხიბლავი გოგონა" მოჰყვება, ბიჭებისას კი - "ფეხბურთელები". წიგნში ბიჭები ცნობილი ფეხბურთელების ცხოვრებას გაეცნობიან, ელოდებათ ფეხბურთელი-თოჯინა, რომელსაც ნაკრების ფორმა უნდა მოარგონ.