ზუსტად ერთი კვირის წინ ანიტას დედიკომ ხმოვანი მესიჯი გამოგვიგზავნა სიტყვებით "მიშველეთ გოგოებო ძლივს სუნთქავს, არაფერზე შეიკავოთ თავი ყველას უთხარით, მიშველეთ",
ჩვენ შველა თქვენ გთხოვეთ და...ამ წუთის მდგომარეობით ანიტას ანგარიშზეა თითქმის 230 000 ევრო!
კი, კი მართალია! მერია და უშუალოდ კახი კალაძის წარმომადგენელი დაეკონტაქტა ანიტას დედას და მზად არიან დაგვეხმარონ! რამდენს ჩაგვირიცხავენ არ ვიცით, თუმცა როგორც კი კალკულაცია გვექნება დაგვეხმარებიან და მინდა აღვნიშნო რომ თავად დაგვიკავშირდენენ!
რატომ არ გვაქვს აქამდე კალკულაცია? - "საბუთი არ გაქვთ, დაგაფინანსოთ თქვენმა სახელმწიფომ და გაგიკეთებთ" - ამ სიტყვების მერე, ავსტრიელებს ვუხსნით, რომ აგერ სახელმწიფო კი არა მთელი ერი, სახელმწიფო, დიდები, პატარები, ემიგრანტები, მთელი ქვეყანა ფეხზე ვდგავართ #ანიტასთვის!!! და თურმე ეხლა 1 წელი აქ უნდა იყოთ რომ დონორის რიგში დაგაყენოთო ( აპარატის ჩადგმა ავტომატურად რიგში ჩადგომას ნიშნავს) ორგანოები ჩვენი მოქალაქეებისთვის არ გვყოფნის და თქვენ ვერ მოგცემთ გულსო!
ვრეკავთ გერმანიაში, საფრანგეთში, თურქეთში, ინდოეთში, იტალიაში, ფინეთში და ესპანეთში... ყველა განიხილავს ანიტას საკითხს, დაგველოდეთ და გადავწყვეტთო. ველოდებით სხვა რა გზა გვაქვს...
თუ ახლომდებარე ევროპის ქვეყანა არ მიგვიღებს მოგვიწევს გარისკვა და ანიტას 10 საათიანი გადაფრენა ინდოეთში სპეციალიზირებული თვითმფრინავით.
მადლობა რომ არ მიგვატოვეთ, მადლობა რომ იბრძვით. მაინც მოვიგებთ!!!
ოპერაციის გაკეთება, დიდ თანხებს უკავშირდება. ოჯახმა და ახლობლებმა უკვე დაიწყეს თანხის შეგროვება, რადგან ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა და არც ერთი წამის დაკარგვა აღარ შეიძლება! პატარა ანიტა, ახლა ავსტრიაში იმყოფება. ოპერაცია კი, დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება.
საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომერი:
GE28BG0000000100761966
მიმღები- ლია ჩხაიძე ( ანიტას ბებია)
TBC ანგარიში:
GE38TB7855945064300017
გადახდის აპარატებიდან ჩასარიცხად:
პ/ნ 60001030692
ლია ჩხაიძე