ხელსაქმე რომ ბავშვის განვითარებისთვის ძალიან საჭირო და სასარგებლოა, ამაზე ფსიქოლოგები ხშირად საუბრობენ. საკუთარი ხელით რაიმე ახლის, ლამაზის, საინტერესოს, საჭიროს თუ უბრალოდ, რაიმე ორიგინალურის შექმნა ბავშვისთვის ერთი დიდი თავგადასავალია. ეს მას არა მარტო ბევრ დადებით ემოციას აძლევს და განცდას, რომ ბევრი რამ შეუძლია, ასევე საკმაოდ უვითარებს ფანტაზიის უნარს, ხელის მოტორიკას, ეჩვევა შრომას, რაღაც საქმის დაწყებას და ბოლომდე მიყვანას და იქნებ ამ პროცესში მომავალი პროფესიაც კი იპოვოს.
ეს ყველაფერი მშობლებმაც იციან, თუმცა ყოველთვის როდი ვახერხებთ, რომ შინ, ჩვენი ძალებით განვახორციელოთ. ან დრო არ გვყოფნის ამისთვის, ან - ნერვები, ან კიდევ, უბრალოდ არ გვემარჯვება ისე კარგად ხელსაქმე, რომ ბავშვს ვასწავლოთ და დავეხმაროთ. ამიტომ განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა არსებობს სივრცე, სადაც შეიძლება, ხანდახან წავიყვანოთ პატარა და ბევრი დადებითი ემოცია მივაღებინოთ.
გვინდა გავახაროთ მშობლები და ვამცნოთ, რომ საბავშვო ხელსაქმის მასტერკლასი, რომელიც ასე უყვარდათ ბავშვებს, კვლავ განახლდა „ბიბლუსი გალერეაში“, ჭავჭავაძის 7-ში. პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს 13:00 საათზე შედგება და 4 წლიდან პატარების მიყვანა ყველას შეუძლია. მონაწილეობის ღირებულება 7,5 ლარია.
პატარები დაამზადებენ ხელნაკეთ ზარდახშას, რომელსაც გააფორმებენ მოზაიკით და ფერადი საღებავებით.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს