ცოტა ხნის წინ უჩვეულო სილამაზის ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც ტუჩებს მთელ ზედაპირზე დამატებითი ღრუებით იდიდებენ. ზოგიერთი "რვაფეხას" ეფექტსაც უწოდებს, თუმცა უცნაური ფორმის გამო უმრავლესობა "ეშმაკისეულად" მოიხსენიებს. საინტერესოა, რამდენად უსაფრთხოა ტუჩების მსგავსი ფორმით გადიდება.
თუ მოდის სფეროს თვალყურს ადევნებთ, შესაძლებელია რუსი კოსმეტოლოგის, ემელიან ბრაუდის შესახებ გსმენიათ, რომლის სამედიცინო განათლება და პროფესიონალიზმი მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამის მიუხედავად, მას უამრავი ადამიანი ენდობა.
სწორედ მასთან იკეთებენ ტუჩის მსგავს ფორმას პაციენტები. ის დიდი რაოდენობით ბიოპოლიმერსა და ჰიალურონის მჟავას იყენებს, რაც ტრავმას აყენებს კანს. განკურნება ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია, თუმცა ეფექტი უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს. პროცედურას ბრაუდის "ხრიკს" უწოდებენ.
კოსმეტოლოგი აქ არ გაჩერებულა და ახლა ტუჩების ტრანსფორმაციის ახალ მეთოდს ეძებს.
თავის ბლოგში ბრაუდმა კონკურსი გამოცხადა ყველაზე საინტერესო სილამაზის პროცედურის შესახებ, რომელშიც კოსმეტოლოგმა, ოლგა ბონდარევამ გაიმარჯვა. მან წარმოადგინა მოდელი, რომლის ტუჩები მთელ სიგრძეზე ღრუებით იყო დაფარული.
"ეშმაკური ტუჩების" გამო ოლგა ბრაუდი საზოგადოებამ გაიცნო და აღიარა. პრიზად კი 64 ათასი რუბლი მიიღო. კონკურსის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში უამრავმა გოგონამ მოითხოვა მსგავსი ტექნოლოგიით ტუჩების გადიდება და ფორმის შეცვლა.
ზოგიერთი ვარსკვლავი მკაცრად აკრიტიკებს ბრაუდსა და მის მიმდევრებს და "ავადმყოფებს" უწოდებს მათ. ზოგიერთმა კი თავადაც გადაწყვიტა საკუთარ თავზე გამოეცადა ახალი ტენდენციის შედეგები.
ექიმების თქმით, ბრაუიდი არაკვალიფიციურია და სინანულს გამოხატავენ, რომ უამრავი ადამიანი ენდობა გამოუცდელ ტექნოლოგიას, რომელსაც რელურად მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. პროფესიონალი კოსმეტოლოგები ემიჯნებიან ბრაუდის ხელოვნებას და ამბობენ, რომ მსგავსმა ტექნოლოგიამ შესაძლებელია წარუშლელი კვალი დატოვოს კანზე.