საახალწლო ღონისძიებები ბავშვებისთვის თბილისის სხვადასხვა უბანში, ბევრი საჩუქრით - არ გამოტოვოთ ამ შაბათ-კვირას - მშობლები

საახალწლო ღონისძიებები ბავშვებისთვის თბილისის სხვადასხვა უბანში, ბევრი საჩუქრით - არ გამოტოვოთ ამ შაბათ-კვირას

2019-12-13 08:29:06+04:00

წინასაახალწლო განწყობამ, რა ხანია, დაისადგურა ქალაქში და მშობლები აქტიურად ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც ბავშვებს წაიყვანენ და კმაყოფილები დარჩებიან თავადაც და პატარებიც. ჩვენ დაგეხმარებით ისეთი ადგილის პოვნაში, სადაც თქვენც მხიარულად და სასიამოვნოდ იგრძნობთ თავს და ბავშვიც, გაერთობით, მიიღებთ საჩუქრებს და საახალწლო ჯადოსნურ სამყაროშიც აღმოჩნდებით.

დიახ, უკვე ამ შაბათ-კვირას, 14-15 დეკემბერს, "ბიბლუსმა" გრანდიოზული ღონისძიებები დაგეგმა ქალაქის რამდენიმე უბანში, რომ რაც შეიძლება მეტმა ბავშვმა მოახერხოს ამ ზეიმში მონაწილეობა. "ბიბლუსის" 4 ფილიალში ელოდებიან დიდი სიხარულით ყველა პატარას.

ბავშვებსა და უფროსებს აქ დახვდებიან მათი საყვარელი გმირები - ელზა, ანა, სანტა და ლოლი. ყველა სტუმარს ელოდება გემრიელი მაფინები და გლინტვეინი, მუსიკა და გართობა.

mshoblebi

ეს კი დეტალები და მისამართები:

14 დეკემბერს – "ბიბლუსი გალერეაში" (ჭავჭავაძის 7) - 15:00-17:00 საათზე ვაჟა-ფშაველას 47 - 15:00-17:00 სთ 15 დეკემბერს - "ბიბლუსი გალერეა" (კანდელაკის 7) - 15:00-17:00 სთ საბურთალოს სითი-მოლი, ვაჟა-ფშაველას 70 - 15:00-17:00 mshoblebi