მომღერალ ნინი ბადურაშვილის მამა, ერეკლე ბადურაშვილი ცნობილი რეჟისორი გახლდათ. სწორედ მის ფილმში სცადა მსახიობობა პირველად ნინიმ. მართალია, ნინის მშობლები, ერეკლე და ეკა კახიანი გაშორებულები იყვნენ, მაგრამ ერთმანეთთან ცივილიზებული ურთიერთობა შეინარჩუნეს, ნინის ისეთივე თბილი დამოკიდებულბა ჰქონდა მამასთან და მამის დედასთან, როგორც დედის მხარესთან. მეტიც, ქალბტონი ლალი ბადურაშვილი ეკას მშობლებთან მეგობრობას წყვილის დაშორების შემდეგაც აგრძელებდა.
ბოლო წლებში ერკელეს მთელი სიხარული ნინის ქალიშვილთან ელენესთან იყო დაკავშირებული, ქალბატონი ლალი ამბობდა ხოლმე, ყველაზე ბედნიერი ერკელე მაშინაა, როცა ელენეს ხედავსო. სამწუხაროდ, ბატონო ერეკლე ცოტა ხნის წინ მოულოდენლად გარდაიცვალა. დღეს მისი დაბადების დღეა, შვილი მამას ემოციურ მილოცვას უძღვნის:
„გილოცავ მამ დაბადების დღეს! საუკეთესო მამა იყავი ხარ და იქნები ჩემთვის! მიყვარხარ ჩემო ყველაზე დიდო მეგობარო. მენატრები... მენატრები ...მენატრები...“
თეკლა ჟვანია