სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ბერა ივანიშვილის ვაჟის ნათლობის შესახებ. პატარა ბერუკა ივანიშვილის ნათლიები პატრიარქი ილია მეორე და ამიკო ჯანელიძე იყვნენ.
ამიკო, იგივე ამირან ჯანელიძე ცნობილი რეპერია, რომელიც წლების წინ სხვა ქართველ რეპერებთან ერთად წერდა კლიპებს და თინეიჯერებს შორის ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავდა. სავარაუდოდ სწორედ რეპმა დააკავშირა ის ბერა ივანიშვილთან, რომელიც ასევე რეპერი გახლავთ.
მათი მეგობრობა ბევრ წელს ითვლის.
ამიკო ბერას გვერდით არის ყველა მნიშვნელოვან მომენტში, ასევე იყო მასთან "ქართული ოცნების" გამარჯვების პერიოდში და სწორედ ამიკო და ბერას უმცროსი ძმა - ცოტნე ივანიშვილი იყვნენ ბერას მეჯვარეები, როდესაც მან მოდელ ნანუკა გუდავაძეზე იქორწინა.
ახლა კი ამიკო ბერას შვილის ნათლიაც გახდა.
იხილეთ ამიკოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიდეო, მისი აქტიური რეპერობის პერიოდიდან.
რეპერი ამიკო - ბერა ივანიშვილის მეგობარი და მეჯვარე