ჯანეტ ქერდიყოშვილის მშობიარობას არა მარტო მისი ოჯახი, თაყვანისმცემლებიც გამალებით ელოდენენ. ჯანეტისა და ნოეს გოგონა - ანნა სულაბერიძე 28 იანვარს მოევლინა ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ ტრენდის გათვალისწინებით, ბავშვის სახეს ფოტოებში არ აჩენენ, პატარამ უკვე დაიპყრო ინტერნეტსივრცე.
გულისამაჩუყებელი ფოტოები გამოაქვეყნა თავად ჩაჩავას სამშობიაროს გვერდმა - ჯანეტის მშობლებმა და ბებომ პატარა ანნა მოინახულეს. ჯანეტი კი, რომელსაც სულაც არ ეტყობა, რომ რამდენიმე დღის წინ იმშობიარა და მაკიჟის გაკეთებაც მოასწრო, სთორებში დებს ანნას ფოტოებს, რომელსაც ხან ბაბუა, ხან ბიძა და ხანაც მამა აძინებს.
თეკლა ჟვანია