ნებისმიერი მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მოზარდს უჩნდება კითხვები საკუთარი სხეულის შეცნობის, სქესის განმასხვავებელი ნიშნების, ხასიათის თუ ფსიქო-ემოციური თავისებურებების, გარდატეხის ასაკში ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, რომელიც აისახება მოზარდის როგორც ვიზუალურ ასევე მენტალურ განვითარებაზე. კითხვები ურთიერთობებზე, როგორც პირად ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. ჯანსაღი ქცევის მხარდაჭერა და წახალისება ადრეული ასაკიდანვე მნიშვნელოვანია და უზრუნველყოფს თქვენი შვილის სწორ განვითარებას, და მის ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობას.
ასოციაცია ჰერა-XXI-ს მიერ შექმნილი ვებ გვერდი და მობილური აპლიკაცია მშობლებისთვის, http://forparents.ge/, დაგეხმარებათ შეიძინოთ ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე,ესაუბროთ შვილს მისთვის გასაგებ ენაზე და მიაწოდოთ სანდო,სწორი და ასაკზე მორგებული ინფორმაცია.
კონტექსტის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ საკითხებზე სანდო და ადეკვატური ინფორმაციის წყაროების სერიოზული დეფიციტია. მოზარდებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია სასკოლო სივრცეში.
აღნიშნული გარემოებები მოზარდს უბიძგებს მიმართოს არასანდო და ხშირ შემთხვევაში სახიფათო გზებს მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო კითხვებზე. რაც ხელს უშლის მის სწორ და ჰარმონიულ ფსიქო-სექსუალურ განვითარებას.
აღნიშნულ სიტუაციაში მშობლის როლი შეუცვლელია. სწორი კომუნიკაციის პირობებში მიწოდებული ინფორმაცია მოზარდს თავიდან ააცილებს არასასურველ, გაუთვალისწინებელ საფრთხეებს რომელიც უკავშირდება მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.
საიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია დაინტერესებულ მშობლებს აძლევს შესაძლებლობას მოიძიოს კომპეტენტური რჩევები ბავშვის ასაკისა და განვითარებისა ეტაპების მიხედვით, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესის უნარების განვითარება, ჰიგიენა, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა. ჯანსაღი ურთიერთობები, თანატოლთა ზეგავლენა, ბულინგი და მასთან გამკლავება, გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები, პირადი ურთიერთობები, უსაფრთხო სექსუალური კავშირები, პიროვნული და ოჯახური ღირებულებების განვითარება, ძალადობის პრევენცია და უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები და მისი რეალიზების შესაძლებლობები.
აღნიშნულ საკითხებზე მოზარდებისთვის ინფორმაციის მიწოდება აღჭურვავს ახალგაზრდებს იმ ცოდნით, დამოკიდებულებებითა და უნარებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს იმოქმედონ საკუთარი ჯანმრთელობის დაცვის, კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და ღირსების შენარჩუნების; ამავე დროს, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევაზე და იფიქრონ თუ რა გავლენას ახდენს მათი არჩევანი სხვების კეთილდღეობაზე;
პლატფორმის მობილური ვერსია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც IOS, ასევე ANDROID-ის სისტემის მომხმარებლებისთვის.
გადადით ბმულზე და ჩამოტვირთეთ Android-ის და iOS-ის სისტემებისთვის:
ვებ-გვერდი: www.forparents.ge
Facebook: https://www.facebook.com/forparents.ge/
მომხმარებლის მოსაზრება რესურსის შესახებ
ნია 34 წლის
მე ვარ ნია, 34 წლის. 13 წლის თაკოს დედა.
ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს შვილთან მეგობრული, ღია და ჯანსაღი ურთიერთობა მქონდეს. თუმცა, ზოგიერთ საკითხზე საუბარი არც ისე ადვილია.
გასულ წელს შევამჩნიე, რომ ჩემი შვილი უფრო ჩაკეტილი გახდა, ვიდრე აქამდე იყო. ამას მის გარდატეხის ასაკს ვაბრალებდი, თუმცა არვიცოდი როგორ მესაუბრა მასთან მის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე, იმ სირთულეებზე რასაც ამ ასაკში მოზარდები აწყდებიან და მის შეხედულებებზე ამ ყველაფრის მიმართ. ხშირად მქონდა სურვილი საუბრის წამოწყების, თუმცა უხერხულობას ვგრძნობდი.
მალევე მივხვდი, რომ ჩემს შვილთან საუბარი აუცილებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ინფორმაცია არასანდრო წყაროებიდან მოიპოვებდა. სწორად მაშინ აღმოვაჩინე ასოციაცია "ჰერა XXI"-ს ვებ გვერდი მშობლებისთვის. ეს თითქმის ერთადერთი რესურსია, რომელიც გეხმარება შვილს შეუქმნა ისეთი გარემო, სადაც ის შეძლებს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებსა და სექსუალურ ჯანმრთელობაზე თავისუფლად გესაუბროს. სამწუხაროდ, მე ინგლისური ენა ცუდად ვიცი, ქართულად კი ამ თემებზე არც სტატიებია და არც რაიმე სახის ფორუმები თუ ბლოგები.
მშობლების ვებგვერდი პრაქტიკული და ძალიან ინფორმატიული. თემების ჩამონათვალში მოცულია ყველა ის საკითხი, რომელიც მშობლისთვისაც და მოზარდისთვისაც მნიშვნელოვანია. პირველი თემა, რომელზეც წავიკითხე იყო მენსტრუაციული ციკლი. სწორედ ამის შემდეგ შევძელი ჩემს შვილთან ამ თემაზე კომფორტულად საუბარი.
ახლა ვეცნობი სქესობრივი მომწიფებისის შესახებ საიტზე განთავსებულ ინფორმაციას. მინდა მაქსიმალურად ბევრი ვიცოდე, რომ თაკოს ყველა კითხვას ვუპასუხო და მანაც იგრძნოს, რომ მე, როგორც დედას შემიძლია მის კითხვებს ვუპასუხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს მოზარდებს ინტერნეტის გამოყენებით შეუძლიათ გაიგონ ინფორმაცია ყველაფერზე, თუმცა მის ხარისხს და სანდოობას არავინ ამოწმებს.
დიდი ხნის მანძილზე მიმაჩნდა, რომ სექსუალური განათლება სკოლებში საჭირო არაა. მეტიც, რაღაც პერიოდში ვფიქრობდი, რომ ის უფრო მავნებელი იქნებოდა ვიდრე სასარგებლო. ახლა ვხვდები, რომ ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება, რომელიც ასაკზე და მოზარდის განვითარების საჭიროებებზე მორგებულია უბრალოდ აუცილებელია. განათლებას შეუძლია ჰქონდეს პრევენციული დანიშნულება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ ახალგაზრდებს ბევრი სტრესული სიტუაციაა აარიდოს, როგორიცაა დაუგეგმავი ორსულობა, გაუაზრებელი სექსუალური კავშირები და მათი თანმდევი რისკები.
იქამდე სანამ სკოლებში სექსუალური განათლება არ ისწავლება, მოზარდთან ამ თემებზე საუბარი მთლიანად მშობლის პასუხსიმგებლობაა. მშობლების ვებგვერდი ფასდაუდებელი რესურსია რამდენიმე მიზეზის გამო: მას არ აქვს ქართული ანალოგი, ხოლო ბევრმა ადამიანმა არ იცის სხვა უცხო ენა, რომ ინფორმაციას, მაგალითად ინგლისურად გაეცნოს. გარდა ამისა, ყველაფერი, დაწყებული თემატური ჩაშლებიდან დამთავრებული რჩევებით და ტაქტიკებით, ერთ სივრცეშია გაერთიანებული, რაც ძალიან კარგია.
R