"ორი კარგი ადამიანი ყოველთვის ვერ ქმნის შესანიშნავ წყვილს", "როდესაც ვიღაც მიდის ჩემი ცხოვრებიდან, მე ყველა ხიდს ვწვავ მასთან მისასვლელად", - სწორედ ასეთი იყო ირინა შეიკის პირველი კომენტარები, როდესაც ბრედლი კუპერს დაშორდა. 45 წლის მსახიობი და 34 წლის მოდელი 2019 წლის ზაფხულში გაშორდნენ ერთმანეთს და 4-წლიანი რომანი დაასრულეს.
ამიტომაც იყო, რომ "ბაფტას" ცერემონიის შემდგომ წვეულებაზე ირინასა და ბრედლის საერთო ფოტომ უამრავი შეკითხვა გააჩინა - ისევ გააჩაღეს რომანი და შერიგდნენ?
სინამდვილეში, საქმე მთლად ასე არ არის. ბრედლიმ და ირინამ ნამდვილად აპატიეს ერთმანეთს წყენა და მოაგვარეს ურთიერთობები, ოღონდ, მხოლოდ საერთო შვილის გამო და სასიყვარულო ურთიერთობები არ გაუახლებიათ. უბრალოდ, შერიგდნენ და ცივილიზებული ურთიერთიბები აქვთ.
მათი ქალიშვილი ლეა მარტში 3 წლის ხდება, სწორედ მის გამო გადადგა წყვილმა ეს ნაბიჯი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც მეგობრულად ხვდებიან ერთმანეთს - აღარ მტრობენ.
დედაც და მამაც თავისუფალ დროს პატარა ლეასთან ატარებენ, მორიგეობით. ლეას გაზრდაში ირინას ხანდახან დედაც ეხმარება, რომელიც დიდ დროს ატარებს მათ სახლში. აღზრდის და ბავშვის სწავლა-განათლების საკითხში დედ-მამა თანაბრად არიან ჩართულები და ბრედლი ცდილობს, კარგი მამა იყოს.
რატომ დაშორდა წყვილი ერთმანეთს, დღემდე ბოლომდე უცნობია. მიზეზებს შორის ასახელებენ ბრედლის დედის ჩარევას მათ ურთიერთობაში და ასევე თითქოსდა რომანს ლედი გაგასთან. თუმცა ამ თემაზე არც ერთს არ გაუკეთებია გულახდილი კომენტარი და დაზუსტებით უცნობია მიზეზები.