36 წლის ლალი ფიცხელაურმა დედაქალაქში 10-წლიანი ცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, ოჯახთან ერთად სოფელ ყანობში წასულიყო საცხოვრებლად. რა უძღოდა მის ამ ნაბიჯს წინ და როგორ ცხოვრობს ახალგაზრდა ოჯახი მთიან სოფელში ამის შესახებ თავად გვიყვება:
- სანამ გავთხოვდებოდი, ყაზბეგში ვმუშაობდი წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში. წარმოშობით სტეფანწმიდიდან ვარ. მეუღლე მყავს სოფელ ყანობიდან. დაოჯახების შემდეგ გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად. ათი წელი ვიცხოვრეთ დედაქალაქში, მაგრამ ძალიან გამიჭირდა სამსახურის გარეშე ყოფნა, ვერ ვიწყებდი სამსახურს, პატარების დამტოვებელი არავინ მყავდა. სოფელ ყანობში ბაგა-ბაღის გახსნის შემდეგ დავბრუნდი. აქ ბაღი არასდროს ყოფილა, ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს.
სოფელში სულ 30 ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სოფელია, არის ოჯახები, სადაც 5, 4, 3 შვილი ჰყავთ, აქ ორშვილიან ოჯახებს იშვიათად ნახავთ. შობადობა ყანობში არის ძალია მაღალი. ამ ფაქტორმა გამოიწვია ბაღის გახსნის აუცილებლობა. მოსახლეობაც ითხოვდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას. მუნიციპალიტეტმა გაითვალისწია თხოვნა და ბაღიც აშენდა.
- რამდენი მოსწავლე გყავთ ბაღში?
- ბაღში გვყავდა 12 აღსაზრდელი. ახლა შემოგვემატა მეზობელი სოფლიდან ერთი ბავშვი და კიდევ ერთს ველოდებით.
- თავად რამდენი შვილი გყავთ?
- ორი შვილი მყავს. ბიჭი მეხუთე კლასელია, გოგო - პირველკლასელი.
- თბილისიდან სოფელში საცხოვრებლად წამოსვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?
- ბაღი რომ გაიხსნა, შემომთავაზეს სამსახური, არც დავფიქრებულვარ, ისე დავტოვე თბილისი და ოჯახთან ერთად წავედი სოფელში. ახლა სკოლაშიც ვმუშაობ. პროფესიით ფილოლოგი ვარ.
- რას გვეტყვით საცხოვრებელ პირობებზე?
- ბუნებრივი აირით და ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი ვართ. გაზი უფასო გვაქვს. დენის საფასურური განახევრებული გვაქვს. ყაზბეგთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი სოფელია ყანობი და რომ გავთხოვდი, არ მიმიწევდა გული მისკენ, ვერც კი წარმოვიდგედი, რომ ეს სოფელი ასე გამოცოცხლდებოდა და გახალისდებოდა. გზა გაგვიკეთეს. ყაზბეგამდე მისასვლელი სამარშუტო ტაქსი ყოველ დღე დადის. საცხოვრებელ პირობებს სოფლის დონზე არ ვუჩივით.
ჩემი ეუღლე სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს დარიალის საზღვარზე. ჩემი დედამთილი და მამათილიც გვეხმარებიან სოფლის მეურნეობით. ვფიქრობ, ტურისტული კუთხითაც გავაკეთო რაღაცები. პატარა "გესთჰაუსი" მაქვს. გვინდა სოფლის მეურნეობასაც აქტიურად მივხედოთ, გვყავდეს ცხვრები და ძროხები.
- რამდენი ადამიანია დასაქმებული ბაღში?
- რვანი ვართ ჩემი ჩათვლით. მეზობელი სოფლიდან, ხურთისიდან გადმოგვივიდა უფროსი ჯგუფის მასწავლებელი და მისი შვილიც ჩვენთან დადის ბაღში. სპეციალისტების დეფიციტია, განსაკუთრებით პედაგოგიური განთლების მიმართულებით. ჩვენი ბაღი ყველაფრით უზრუველყოფილია, როგორც სახელმძღვაელოებით, ასევე ინვენტარით. ძალიან გვეხმარება მუნიციპალიტეტი.
- როგორია ბაღამდე მისასვლელი გზა. რა მანძილზე დადიან ბავშვები?
- ბაღი არის სოფლის ცენტრში და ბავშვებს შორ მანძილზე სიარული არ უწევთ, მშოლებს მოჰყავთ. საკვების მომარაგებაზეც ტენდერს ვაცხადებთ და ყოველ ორ კვირაში გვამარაგებენ ახალ-ახალი პროდუქტებით. ხორცი, რძის ნაწარმი, ხილი, ჩვენს აღსაზრდელებს არ აკლიათ. სურსათის უვნებლობის სამსახურიც გვამოწმებს. ღმერთმა არ დაგვაჭირვოს და სასწრაფო დახმარების მანქანა ყველა სოფლამდე მოდის.
-
- აღნიშეთ, რომ სკოლაშიც მუშაობთ, რომელ საფეხურამდე იღებენ იქ ბავშვები განათლებას?
- საბაზო სკოლა გვქონდა. მე-9 კლასის ჩათვლით სწავლობდნენ ბავშვები. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სკოლა შენარჩუნდება და პირველიდან მე-6 კლასამდე შეძლებენ სწავლას მოსწავლეები.
- თუ გიტარდებათ ტრენინგები?
- აქტიურად ვართ ყველა სასწავლო პროცესში ჩართული. ახლა ჩაგვიტარდა უსაფრთხოების თემაზე ტრენინგი. ბავშვებსაც დავუგეგმეთ აღნიშნულ თემაზე აქტივობა.
რუსკა კილასონია