ზურიკელასა და მერის ნამდვილი სიყვარულის ამბავი - როგორ გაგრძელდა ეკრანული წყვილის ცხოვრება - მშობლები

ზურიკელასა და მერის ნამდვილი სიყვარულის ამბავი - როგორ გაგრძელდა ეკრანული წყვილის ცხოვრება

2020-02-19 06:37:09+04:00

თენგიზ აბულაძის ფილმი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" არანაკლებ საყვარელია, ვიდრე თავად ნაწარმოები. ნოდარ დუმბაძის სევდანარევი იუმორი რეჟისორმა ფილმშიც შესანიშნავად გადმოიტანა და ეს იმ მსახიობთა ანსამბლის დამსახურებაც არის, რომლებიც როლებზე შეარჩია. ცნობილი და აღიარებული მსახიობების გარდა, დაუვიწყარი სახეები შექმნეს არაპროფესიონალმა მსახიობებმა, რომლებიც პირველად გამოჩნდნენ ეკრანზე - ზურიკელას როლის შემსრულებელმა სერგო ორჯონიკიძემ და მერის პერსონაჟის შემქმნელმა მანანა აბაზაძემ.

mshoblebi

სერგო მაშინ 14 წლის იყო, თუმცა - საკმაოდ ტანმაღალი, რის გამოც პატარა ასაკი არ ეტყობოდა. კალათბურთს თამაშობდა. რეჟისორმა კი უნივერსიტეტის ეზოში იპოვა.

ბიჭვინთაში ერთ-ერთი ფილმის გადაღებებზე მიაგნეს პატარა მანანა აბაზაძესთან, რომელიც მერის როლზე დაამტკიცეს.

mshoblebi

mshoblebi

წყვილმა ფილმის გადაღებების შემდეგაც გააგრძელა ურთიერთობა და ნამდვილი სიყვარულიც დაიბადა მათ შორის. რამდენიმე წლის შემდეგ მათ იქორწინეს და შესანიშნავი ოჯახი შექმნეს. მანანა აბაზაძე სუხიშვილების მოცეკვავე გახდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ვარსკვლავიც გაუხსნეს. ბატონი სერგო ორჯონიკიძე საკმაოდ ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი კარდიოლოგია.

mshoblebi

mshoblebi