როცა ვარცხნილობას არჩევთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის სახის მოყვანილობას წელს ყველაზე მოდური ბიჭებისთვის მოკლე ვარცხნილობები ყოფილა, პრაქტიკული და მოხერხებული, რომელსაც არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. ასეთ ვარცხნილობებს მიეკუთვნება ე.წ. ზღარბი, რომელიც არ არის ძალიან ორიგინალური, მაგრამ ლიდერია წლების განმავლობაში. ასევე მოდურია ნანეტი, "ცეზარი", მრგვალი ვარცხნილობა. მოდურია კვლავაც გაპარსული ზოლები და ზიგზაგები.
გოგონებისთვის წელს განსაკუთრებით აქტუალურია ქალური ვარცხნილობები, რომლებსაც უხდება წლის ტენდენცია - გვირგვინი. ასევე აქტუალურია კარე. მოდაშია ასიმეტრიული "ჩოლკა", რომელიც ვარცხნილობას მეტ ორიგინალურობას სძენს. რასაკვირველია, როცა ვარცხნილობას არჩევთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვის სახის მოყვანილობას, რამდენად უხდება ესა თუ ის ვარცხნილობა და რამდენად მარტივი მოსავლელია. ბავშვისთვის წვალებად არ უნდა იქცეს თმის მოვლა.
თუ გოგონასთვის სხვადასხვაგვარი ვარცხნილობის კეთება გსურთ, მაშინ მარტივად, გრძლად უნდა ჰქონდეს თმა და ბოლოები შეაჭრათ ხოლმე. ასეთი თმა გაცილებით ადვილად დასავარცხნია და მისგან სხვადასხვა ორიგინალური ნაწნავების თუ სხვა ვარცხნილობების შექმნაც იოლად შეიძლება.