მას შემდეგ, რაც იტალია ახალი კორონავირუსის გავრცელების კერად იქცა იქედან დაბრუნებული თანამემამულების მიმართაც გაიზარდა ინტერესი. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიიდან დაბრუნდა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე.
„მილანიდან ფოტოებს აფრიალებდა ინსტაგრამზე თებერვლის ბოლოს და 1 დღე არ მჯდარა თვითიზოლაში" - წერდა უფლებადამცველი ბაია პატარაია, რომლის პოსტიც უამრავმა ადამიანმა გააზიარა.
ბუნებრივია, ამის შესახებ კითხვა ჟურნალისტებმა დედაქალაქის მერს დაუსვეს.
"ჩემი მეუღლე იმ პერიოდში არ იმყოფებოდა მილანში, როცა ვირუსის აფეთქება მოხდა, მანამდე დატოვა იტალია, თუ არ ვცდები 21 თებერვალს დაბრუნდა"- განაცხადა კახა კალაძემ.