9 წლის ტელევარსკვლავი მაღაზიებში ფეხშიშველი დარბოდა და ტკბილეულს იტაცებდა ბრიტანელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სიმსუქნე ბავშვებს მშობლებისგან მემკვიდრეობით გადაეცემათ. ამერიკული რეალითი შოუს ვარსკვლავის ჰანი ბუ ბუს ბოლოდროინდელი ფოტოები ამის ნათელი დადასტურებაა. ჰანი ბუ ბუ (ნამდვილი სახელი ალანა ტომფსონი) რეალითი შოუს თანაწამყვანი და საბავშვო სილამაზის კონკურსების გამარჯვებულია. ახლა მის ოჯახს რთული პერიოდი აქვს - დედ-მამა იყრებიან. მიზეზი ალანას მამის გამუდმებული რომანებია.
ჰანი ბუ ბუს ოჯახის ფოტოების შემხედვარეთ ზემოხსენებულ სამეცნიერო დასკვნაში ეჭვი აღარ შეგეპარებათ. 9 წლის ტელევარსკვლავი მაღაზიებში ფეხშიშველი დარბოდა და ტკბილეულს იტაცებდა.
მას არც 11 წლის დაიკო, ლორინი ჩამორჩებოდა. მათი შორტები და ვიწრო მაისურები იმთავითვე ააშკარავებდნენ, რომ ეს მხოლოდ ბავშვური სიმსუქნე არ იყო.
არადა, ერთ დროს ჰანი პატარების სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო და მას ყველა ბავშვი შეჰნატროდა.