პრაქტიკული რჩევების მორიგი "სერია" დიასახლისებისთვის პრაქტიკული რჩევების მორიგი "სერია" დიასახლისებისთვის, რომ გაიმარტივონ ცხოვრება.
თმის სარჭები რომ არ დაგეკარგოთ, ასე მარტივად შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება - ასეთ ან მსგავს სამაგრში მოაქციოთ და აღარ დაკარგავთ.
ბეჭედმა რომ შავი ლაქა არ დატოვოს თითზე, მას შიგნიდან უფერო ლაქი გადაუსვით.
მარტივი გადაწყვეტილება, "ურჩი" ჯინსები რომ ჩექმაში მოაქციოთ.
პერანგის თუ ბლუზის სახელოების ბოლოებს, ვიწრო ნაკეცებს თმის უთოთი დააუთოებთ.
ტუშის ფუნჯი რომ ისევ ფუმფულა გახდეს, ცხელ წყალში მოათავსეთ რამდენიმე წამით.
გაგიკვირდებათ, მაგრამ წითელი ღვინის ლაქა შესანიშნავად ამოჰყავს თურმე თეთრ ღვინოს.
ლაბადასა და პიჯაკზე ქსოვილის "პურწკლებს" შესანიშნავად ებრძვის ჩვეულებრივი "პემზის" ქვა.
სხვადასხვა გასაღები რომ არ აგერიოთ ერთმანეთში, მათი თავები სხვადასხვა ფერის ლაქით შეგიძლიათ შეღებოთ.
ქაღალდის დაცლილი რულონები შესანიშნავი სათავსოა წინდებისა და საცვლებისთვის.