ნიკელს შეუძლია კონტაქტური ალერგიული დერმატიტის გამოწვევა მობილური ტელეფონის მავნებლობის შესახებ არაერთი ითქვა და დაიწერა. ის, რომ თანამედროვეობის ეს აუცილებელი ნივთი მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ზომიერად უნდა გამოვიყენოთ, ახალი ამბავი არ არის. ცოტა ხნის წინ ვწერდით იმის შესახებ, რომ არ არის სასურველი მობილური ტელეფონის საძინებელში დატოვება, განსაკუთრებით იქ, სადაც ბავშვებს სძინავთ (ასევე არ არის სასურველი, საძინებელში გედგათ სხვა მსგავსი ტექნიკა და გამოსხივების მქონე ნივთები - კომპიუტერი, ტელევიზორი, უსადენო ინტერნეტის აპარატი და ა.შ.).
ამჯერად ექიმებმა სხვა სახის საფრთხეზე გაამახვილეს ყურადღება - ალერგიისა და იმუნოლოგიის სფეროში მომუშავე პედიატრების კვლევის თანახმად, მობილურ ტელეფონში არსებული მეტალები და დეტალები ადამიანებზე გარკვეულ გავლენას ახდენს. მათ დაადგინეს, რომ ამ მეტალებიდან განსაკუთრებულად ნიკელს შეუძლია კონტაქტური ალერგიული დერმატიტის გამოწვევა - გავრცელებული ალერგიული დაავადების, როდესაც კანის დასნებოვნება ხდება ალერგენთან უშუალო კონტაქტის დროს.
თუმცა ასაკთან ერთად ამგვარი ალბათობა კლებულობს. ექიმები ურჩევენ მშობლებს, ეცადონ, მობილურ ტელეფონთან კონტაქტი მაქსიმალურად შეუზღუდონ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს მაინც.