უვნებელი კოცნა ლამის ლეტალურად დასრულდა 6 თვის ბავშვისთვის - მშობლები

უვნებელი კოცნა ლამის ლეტალურად დასრულდა 6 თვის ბავშვისთვის

2020-03-17 23:29:22+04:00

ახალშობილი ამ დრომდე ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება...

პენსილვანიის შტატის მაცხოვრებელმა, 36 წლის სტეფანი შეიდინმა თავისი შვილის, 6 თვის ლინკოლნის სახეზე წითელი ლაქები და ბუშტუკები შენიშნა. რამდენიმე საათის შემდეგ ბუშტუკები უფრო გაიზარდა და ნახევარ სახეს მოედო. ახალშობილი ტკივილისგან ტიროდა და მშობლებმა საავადმყოფოში წაიყვანეს.

ექიმებმა მშობლებს განუცხადეს, რომ გამონაყარის მიზეზი იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ჰერპესი. მედიკოსებმა დააზუსტეს, რომ ვირუსის გადაცემა ახალშობილზე კოცნის შედეგად ხდება.

"ჩვენ არ ვიცით, ვინ და როდის აკოცა ჩვენს ბავშვს. ფაქტია, რომ პატარას სახე მთლიანად ჩირქოვანი ბუშტუკებით დაეფარა და გამოიწვია ძლიერი ტკივილი".

ლინკოლნს დაუნიშნეს ანტიბაქტერიული მალამო და გამოწერეს საავადმყოფოდან. თუმცა, ვირუსი არ "დანებდა" და საჭირო გახდა ანტიბიოტიკის დანიშვნა. ჰერპესი საკმაოდ საშიშია 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის: სტატისტიკურად, ჰერპესით დაავადებული ყოველი მესამე ახალშობილი მისი მსხვერპლი ხდება. გართულების შემთხვევაში, დაავადებამ შეიძლება სმენის სრული დაქვეითება გამოიწვიოს.

mshoblebi

ბავშვის დედამ მიმართა საზოგადოებას სოციალური ქსელით. მან მოუწოდა მშობლებს ყურადღება მიაქციონ პატარებს, რათა იგივე არ დაემართოს მათ შვილებსაც. ჰერპესის ვირუსი არ არის იმდენად საშიში მოზრდილი ადამიანისთვის, ხოლო ბავშვებისთვის და სუსტი იმუნიტეტის მქონე მოზრდილებისთვის საკმაოდ საყურადღებოა. ახალშობილს ჰერპესის სიმპტომებით, გამონაყარის გარდა შეიძლება აღენიშნებოდეს ტემპარატურის ცვალებადობა, ძილიანობა, სუნთქვის გაძნელება, კრუნჩხვები. თუ დროულად არ დაიწყო შესაბამისი მკურნალობა, შეიძლება დადგეს ლეტალური შედეგი.

ამიტომ ეცადეთ, მაქსიმალურად შეზღუდოთ იმ ადამიანების წრე, ვისაც შეეძლება, თქვენს შვილს აკოცოს ან მოეფეროს და მით უმეტეს, ქუჩაში ნუ დართავთ ნურავის ამის ნებას.