ვერიკო ბიწაძე სამი შვილის დედაა და ძალიან კარგი დიასახლისი, რომელიც სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს თავისი გამორჩეული კერძების ფოტოებსად და რეცეპტებს. ახლა, კარანტინის პერიოდში, განსაკუთრებით ბევრ დროს უთმობს კულინარიას და სახლში მყოფ ბავშვებს უხალისებს ყოველდღიურობას ნამცხვრეულით, ორცხობილებით, ბლომანჟეებით და ჟელიბონითაც კი. გთავაზობთ ჟელიბონის რეცეპტს, რომელიც ვერიკომ "დედების სამზარეულოში" ნახა პირველად და შემდე ოდნავი სახეცვლილებით მოამზადა. ამბობს, რომ ახლა მზა ჟელე გამოიყენა არომატებით, თუმცა მომავალში ხილის წვენითაც აპირებს ასეთი ჟელიბონების მომზადებას:
მომზადება:
ერთ ულუფას, ანუ 20 გრ ჟელატინს დავასხათ 1 ჭიქა ცივი წყალი და დავდგათ დაახლოებით ნახევარი საათი, სანამ არ გაფუვდება...
შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ. ჟელატინი კარგად უნდა დადნეს, ისე, რომ არ ადუღდეს... დავუმატოთ მზა ჟელე, რომელიც იყიდება სხვადასხვა არომატებით, აქ გამოყენებულია კივის და ალუბლის არომატები.
ერთ ულუფას ვამატებთ ერთ 90-გრამიან პაკეტს სრულად...
ვურევთ ისე, რომ კარგად გაიხსნას ჟელატინში ჟელე და ვასხამთ ფორმებში. ვაცივებთ მაცივარში...
უკვე ცივ ჟელიბონებს გადმოვიღებთ ფორმებიდან...
ეს კი პატარა თომა, რომელიც სიამოვნებით აგემოვნებს შინაურ ჟელიბონებს.