ბრიტანული გამოცმა BBC ემოციურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აღწერილია ლონდონის საავადმყოფოს რეანიმაციის ექთნის ხუანიტა ტიტლას Covid-19-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებთან მუშაობის ერთი ჯოჯოხეთური დღე.
"Covid-19 -ის მწვავე ფორმით ინფიცირებული მრავალი პაციენტისთვის, ფილტვების ხელოვნურ სავენტილაციო აპარატთან დროული ჩართვა სიკვდილ-სიცოცხლისის საკითხია. თუმცა, ეს მოწყობილობაც კი არ წარმოადგენს ხსნის გარანტიას და ექიმებს, მთელ მსოფლიოში, უწევთ რთული არჩევანის გაკეთება - სასუნთქი აპარატის გამორთვა, როცა იმედი აღარ არის. აპარატის გამორთვა ემოციურად ძალიან მძიმე და მტკივნეულია, გგონია ვიღაცის
სიკვდილზე პირადად ხდები პაუხისმგებელი", - ამბობს ხუანიტა სტატიაში.
სამხრეთ ინდოეთში დაბადებული ხუანიტა უკვე 16 წელია ბრიტანეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს. ის ლონდონში კლინიკა "როიალ ფრი ჰოსპიტალის" რეანიმაციის განყოფილების მთავარი ექანია.
"ხელოვნური სუნთქვის აპარატის გათიშვა, როდესაც სხვა აღარაფერი დაგრჩენია, ჩემი სამუშაოს ნაწილია", - ამბობს 42 წლის
ხუანიტა.
მომაკვდავის ნება
ერთ დღეს, აპრილის დასაწყისში, როდესაც ხუანიტა დილის ცვლაში მივიდა, განყოფილების უფროსმა უთხრა, რომ Covid-19-ით დაინფიცირებული პაციენტის მკურნალობის შეწყვეტა მოუწევდა. პაციენტი 50 წელს გადაცილებული ექთანი აღმოჩნდა. ხუანიტას მოუწია მისი ქალიშვილისთვიაა ეხსნა, თუ რას ითვალისწინებდა ეს პროცედურა.
"შევეცადე პაციენტის შვილი დამერწმუნებინა, რომ ეს პროცედურა უმტკივნებულო და კომფორტული იქნებოდა. ისიც ვიკითხე, ჰქონდა თუ არა მომაკვდავს რაიმე უკანასკნელი სურვილი მათ შორის რელიგიური ხასიათის".
"ის რვასაწოლიან ბოქსში იწვა, სადაც ყველა მძიმე ავადმყოფი იყო. მე ფარდა ჩამოვაფარე და პაციენტზე მიერთებულ მოწყობილობებს ხმა გავუთიშე". პალატაში მყოფი მედპერსონალი რამდენიმე წუთით გაირინდა...
შემდეგ ხუანიტამ მომაკვდავ ქალს ტელეფონი ყურთან მიუტანა და შვილს დედასთან გამომშვიდობების შესაძლებლობა მისცა.
მომაკვდავის ახლობლების თხოვნით, ხუანიტამ კომპიუტერში მათი არჩეული მელოდია ჩართო, შემდეგ სასუნთქი აპარატი გათიშა.
"მის გვერდით ვიჯექი და მისი ხელი ხელში მეჭირა, მანამ სანამ სული არ განუტევა", - იხსენებს ექთანი.
მკურნალობის შეწყვეტისა და სასუნთქი აპარატიდან გათიშვის გადაწყვეტილებას მედიკოსების ჯგუფი პაციენტის მდგომარეობის, ასაკის, სამედიცინო ისტორიის, მკურნალობის კურსზე რეაქციის და მისი გამოჯანრთელების შანსების შეფასების შემდეგ იღებენ. ხუანიტას შემთხვევაში, მისი პაციენტი, ხელოვნური სასუნთქი აპარატის გათიშვიდან 5 წუთში გარდაიცვალა.