70 წლის რიჩარდ გირი და მისი 37 წლის ცოლი ალეხანდრა სილვა კიდევ ერთი ბავშვის მშობლები გახდნენ. ბავშვის სქესს ჯერ ასაიდუმლოებენ. ეს წყვილისთვის მეორე საერთო შვილია - შარშან შეეძინათ ალექსანდრ გირი.
70 წლის მსახიობისთვის ჟურნალისტი ალეხანდრა მესამე ცოლია. მასზე 2018 წელს იქორწინა. "ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ დედამიწაზე. ასე არ არის? ყველაზე ლამაზ ქალზე ვიქორწინე, რომელიც ჭკვიანია, მგრძნობიარე, მზად არის ადამიანებს დაეხმაროს, მხიარულია, მომთმენი და პატიებაც შეუძლია. შესანიშნავი მზარეულია და მსოფლიოში საუკეთესო სალათებს აკეთებს", - თქვა ქორწინების შემდეგ გირმა.
რიჩარდი პატარა ალექსანდრთან ერთად
რიჩარდის პირველი ცოლი ცნობილი მოდელი სინდი კროუფორდი იყო, რომელზეც 1991 წელს იქორწინა და 4 წელიწადში გაშორდა.
შემდეგ მისი ცოლი იყო მსახიობი და მოდელი კერი ლოუელი, რომელთანაც ჰყავს ვაჟი - 20 წლის ჰომერ ჯეიმს ჯიმი გირი.
ახლა კი მრავალშვილიანი მამაც გახდა, 70 წლის ასაკში.