გამარჯვებულები სკოლა-სტუდიის ხელმძღვანელებმა პირადად დააჯილდოვეს სტუდიაში სწავლის ფასდაკლების კუპონებით ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის, რომ საიტზე mshoblebi.ge ჟურნალ
"საბავშვო კარუსელის" რუბრიკაში ჩატარდა ფოტოკონკურსი "პატარა მსახიობი". მასში გამარჯვებულ (ყველაზე მეტი ლაიქის მფლობელ) სამ პატარას საბავშვო ტელევიზია "ენკი-ბენკი" მისსავე სკოლა-სტუდიაში სწავლის ფასდაკლების კუპონს ჰპირდებოდა.
კონკურსი დასრულდა და პირობისამებრ, გამარჯვებული მშვენიერი გოგონები – მარიამ ბარამიძე, ბარბარე სალუქვაძე და ანანო ციცვიძე სკოლა-სტუდიის ხელმძღვანელებმა პირადად დააჯილდოვეს სტუდიაში სწავლის ფასდაკლების კუპონებით.
პატარებს ვულოცავთ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ!