ათი წესი, რომელიც მოზარდს ეხმარება, საკუთარ თავში მკითხველი აღმოაჩინოს
ერთხელ ფრანგმა მწერალმა დანიელ პენაკმა მოახერხა ის, რაც ვერ შეძლეს კარგმა სკოლებმა და გამოცდილმა პედაგოგებმა - მოზარდების მთელ კლასს გაუღვივა კითხვის ინტერესი. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა პენაკმა
წიგნი "როგორც რომანი". მასში ჩამოაყალიბა ის ათი წესი, რომელიც მოზარდს ეხმარება, საკუთარ თავში მკითხველი აღმოაჩინოს. ძირითადად, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ბავშვს არც უნდა დააძალოთ კითხვა და არც უნდა აუკრძალოს, იკითხოს ისე, როგორც თავად სურს.
ასე ნელ-ნელა შეუყვარდება კითხვა და თანდათან კითხვის წყურვილი და უნარჩვევებიც ჩამოუყალიბდება.
პენაკის მიერ ჩამოყალიბებული ბავშვის კითხვის წესები ასეთია:
ბავშვს უნდა დაუტოვოთ უფლება:
არ წაიკითხოს. გადაახტეს გვერდებს. არ დაამთავროს წიგნის კითხვა. გადაიკითხოს . ხანდახან რეალური წარმოსახვითით ჩაანაცვლოს. იკითხოს, სადაც გაუხარდება. იკითხოს, რაც უნდა. თითი ატაკოს წიგნში სასურველ ადგილებში. წაიკითხოს ხმამაღლა. გაჩუმდეს წაკითხულის შესახებ.