თვითიზოლაციის რთული პერიოდის გადასატანად ადამიანებმა სხვადასხვა გასართობი იპოვნეს. ყველაზე პოპულარული ტიკტოკისათვის ვიდეოების გადაღება გახდა.
რა თქმა უნდა, ტრენდს არ ჩამორჩა შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე, რომელიც ახალ-ახალ ვიდეოებს უზიარებს ფოლოუერებს.
ასევე ტიკ-ტოკზე გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ შემოაქვს მათ სახლში სამ მამაკაცს შორენასთვის გამოგზავნილი უზარმაზარი თაიგული. "დედაჩემს ბოტანიკური ბაღი აჩუქეს" - ასეთი მინაწერი გაუკეთა ევამ ვიდეოს.
ცოტა ხანში კი ინსტაგრამზე უზარმაზარ თაიგულთან გადაღებული შორენას ფოტოც გამოჩნდა ორაზროვანი მინაწერით: "როცა ერთი კარი იკეტება, მეორე იღება". რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ მისი გულის დაპყრობას ახალი თაყვანისმცემელი ცდილობს.
თეკლა ჟვანია