ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი... მაგრამ ცოტა ხნის წინ სხვა კაცი გავიცანი და ახლა მთელი ჩემი ფიქრები მისკენ გარბიან მოზრდილი ქალიშვილი დედასთან მივიდა რჩევისთვის:
- დედა, იცი, ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი... მაგრამ ცოტა ხნის წინ სხვა კაცი გავიცანი და ახლა მთელი ჩემი ფიქრები მისკენ გარბიან. ფიქრადაც კი არ მინდა, რომ ჩემს ქმარს ვუღალატო, მაგრამ ძალა არ მყოფნის, ეს ცოდვილი გრძნობა გადავიგდო გულიდან. როგორ მოვიქცე, მირჩიე.
დედამ უპასუხა:
- შვილო, ჩვენი გრძნობები ყვავილებია, რომლებიც ჩვენს გულში იზრდება. შენს გულში ახლა ორი ყვავილია. ერთი მათგანი არამკვეთრია, მაგრამ ძალიან ნაზი და კეთილშობილი, ქმრისადმი შენი სიყვარულის ყვავილი, რომელიც თავად დარგე. ის მთელი ცხოვრება იხარებს და გამოიღებს მშვენიერ ნაყოფს, თუ მას ხშირად მორწყავ.
მეორე ყვავილი – მკვეთრი, მაგრამ შხამიანია, ვნების ყვავილი, რომელიც უნებართვოდ ამოიზარდა შენს გულში და სარეველა ბალახივით ართმევს ძალებს პირველ ყვავილს. თუმცა ეგ ყვავილი უნაყოფო და მოკლევადიანია, რამდენიც არ უნდა რწყა. შვილო, შენ ვერც მას ამოიცლი ასე ადვილად გულიდან, ის უკვე ზის იქ.
მაგრამ ყოველთვის გაქვს არჩევანი. ყოველთვის შეგიძლია აირჩიო, რომელი ყვავილი მორწყა და რომელი – არა. თუ მხოლოდ პირველ ყვავილს მორწყავ, მეორე მალე დაჭკნება და აღარ მოგიშხამავს სულს...